მოამზადა ნანა ჯანაშიამ
By Nana Janashia
11.26.2016
1. 25 ნოემბერს ლარი ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულება 2.502 ლარია. დეპუტატი რომან გოცირიძე ლარის რეკორდულ გაუფასურებაზე შემდეგი აზრისაა: „ვერდიქტი დასვა ლარმა, ლარს არ მოსწონს ეს მთავრობა, ეს არის მათთვის განაჩენი“.
2. კუბის ყოფილი პრეზიდენტი, სოციალისტური რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო, რომელიც კუბას 1959-2008 წლებში მართავდა, დღეს, 26 ნოემბერს, დილის საათებში 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობა ამის შესახებ BBC-იმ გაავრცელა.
3. ირანში მოძრავი მატარებელი რკინიგზის სადგურზე მდგარ მატარებელს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. დაიღუპა 15 ადამიანი, 50 კი დაშავდა.
4. თურქეთში, 24 ნოემბერს, ადანის პროვინციის გუბერნატორის კანცელარიასთან დანაღმული მანქანა აფეთქდა. შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 16 - დაშავდა. ასევე დაზიანდა გუბერნატორის კანცელარიის შენობა. ეს შემთხვევა ტერაქტად შეფასდა.
5. მიწისქვეშა გაზსაცავი სამგორში, ერთ-ერთი ნავთობსაბადოს ტერიტორიაზე იქნება მოწყობილი და მისი მშენებლობის დასრულებას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო 2020 წლისთვის გეგმავს.
6. მალე, საქართველოში, სარეკლამო sms-ების საკითხი დარეგულირდება. საკანონმდებლო წინადადებაზე, რომელიც ამ საკითხს ეხება, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მუშაობს. იმედია, ჩვენი თანხმობის გარეშე, სხვადასხვა ორგანიზაციები ვერ გამოგვიგზავნიან სარეკლამო SMS-ებს.
7. ორ მოქალაქეს, რომლებიც უკვე დააკავეს, საფულესა და ტანსაცმელზე მოწყობილ სამალავში 557 ერთეული, საქართველოში უკანონოდ გადმოტანილი, ბრილიანტის თვალი აღმოაჩნდა.