ამბების დაიჯესტი

ამბების დაიჯესტი

12.12.2016

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად მანუელ ვალსი 2014 წლის 1 აპრილს დანიშნა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა. ბატონმა ვალსმა ახლახან განაცხადა, რომ პრემიერმინისტრის პოსტს ტოვებს, იმ მიზეზით, რომ საფრანგეთში საპრეზიდენტო კამპანიას იწყებს და თქვა ისიც, რომ მისი პრიორიტეტი უმუშევრობის შემცირება იქნება. საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები  2017 წლის 27 აპრილს გაიმართება.

კორუფციული სკანდალი, რომლის გამოც სამხრეთ კორეის პარლამენტმა  პრეზიდენტ პაკ კინ ჰეს იმპიჩმენტი გამოუცხადა, პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილ პირს ბრალდება. ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილრბა სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს.

10 დეკემბერს, სტამბოლში, თურქეთის ორი მთავარი საფეხბურთო გუნდის „ბეშიქთაშისა“ და „ბურსასპორის“  შეხვედრის დასრულებიდან ორი საათის შემდეგ ბეშიქთაშის სტადიონის მიმდებარედ მომხდარმა  აფეთქებამ  38 ადამიანი შეიწირა, 170-მდე კი დაშავდა. Reuters-ის ცნობით  აფეთქება დანაღმულმა ავტომობილმა გამოიწვია. 

საქართველოში, 15 დეკემბრიდან  პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი კი ნახევარფასად, ანუ  50 ლარად. ეს აქცია 9 იანვრამდე გაგრძელდება.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge