ჟელატინის "ჩიტის რძე"

ჟელატინის "ჩიტის რძე"

19.12.2016

"ჩიტის რძის" მომზადება:

6 კვერცხის გულით და 1 ჭ. შაქრის ფხვნილით გოგლი-მოგლს გავაკეთებთ. 1/3 ჭიქა რძეს დავასხამთ, 150გრ. გამდნარ კარაქს დავუმატებთ, ასევე  2 ს. კ.  კაკაოს, 1 ჩ.კ. სოდასა და ძმარსაც და კარგად მოვურევთ. ვანილსა და 300 გრ. ფქვილს ჩავყრით,  მოვურევთ და მივიღებთ ცომს. ნელთბილ ფორმას წავუსვამთ კარაქს, მოვათავსებთ ცომს და გამოვაცხობთ. ცხობის დასრულებამდე გამოვიღებთ და ბისკვიტს გადავუსვამთ წინასწარ მომზადებულ ბეზეს, რომელიც შემდეგი რეცეპტით მზადდება: 200 გრ.შაქარს და 2 კვერცხის ცილას მიქსერით კარგად ავთქვიფავთ სქელი მასის მიღებამდე. შეგრილებულ ნამცხვარს  მინანქარს გადავასხამთ.

ქვემოთ კი არის ვიდეოები მათთვის, ვისაც არ უყვარს ცხობა, მაგრამ უყვარს "ჩიტის რძე" და სხვა ჟელეს ტორტები. 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge