2017 წლის 9 მარტს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილება, ირანული ფოტოგრაფიის და ფილმების კვირეულის ფარგლებში, წარმოგიდგენთ ირანელი და ქართველი ფოტოხელოვანების გამოფენას სახელწოდებით ,,ზღვა - მეგობრობის სიმბოლო“.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ირანელი და ქართველი ავტორების 60 ნამუშევარი, რომლებიც ერთიანდება თემატური მოტივით ,,ზღვა - მეგობრობის სიმბოლო“. ფოტონამუშევრებში თემატური საწყისი - ზღვა, ფიგურირებს როგორც ერთიანობის, მეგობრობის, განწყობის სიმბოლო, როგორც სივრცე, რომელიც პერსპექტივაში შეიძლება გულისხმობდეს ყველაფერს, რაც ადამიანურ და საზოგადო ინტერესებს უკავშირდება.
გამოფენა დამთვალიერებელს წარუდგენს ერთმანეთისგან განსხვავებული იდეოლოგიის მქონე ფოტოხელოვანების თემატურად ერთიან, ორგანულ და ჰარმონიულ ხედვას.
გამოფენა ,,ზღვა - მეგობრობის სიმბოლო“ 2017 წლის 11 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა №8
ირანული ფოტოგრაფიის და ფილმების კვირეულის ფარგლებში, ირანული ფილმების ჩვენება გაიმართება 10 მარტს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.
Tbilisi State Academy of Arts