ყოფილი საბჭოთა მოციგურავეები და შემდგომში ოლიმპიური ჩემპიონები ლუდმილა ბელოუსოვა და ოლეგ პროტოპოპოვი 1957 წელს დაქორწინდნენ. არაერთხელ ასახელეს საბჭოთა კავშირი ოლიმპიადებზე, 1979 წელს კი შვეიცარიაში ყოფნისას პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვეს და იქ დარჩნენ. შვეიცარიის მოქალაქეობა მათ უმალვე არ მიუღიათ, მთელი 16 წელი ალოდინეს, ანუ 1995 წლამდე პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობდნენ. წყვილი დღემდე შვეიცარიას ზამთრის სახლს უწოდებს, ნიუ იორკს კი - ზაფხულის. ამ ორ ქვეყანას დაუკავშირდა საბოლოოდ მათი ცხოვრება. მშობლიურ რუსეთს კი ისინი მხოლოდ 23 წლის შემდეგ ეწვივნენ, ანუ 2003-ში. 2014 წელს სოჭის ოლიმპიადაზეც იმყოფებოდნენ. როგორც სპორტსმენები ისინი ოლიმპიური სპორტის ისტორიას 1964 წლიდან 2006 წლამდე შემორჩნენ. ბოლო გამოსვლა ბოსტონში ჰქონდათ 2015 წელს. მიუხედავად ასაკისა ძალიან კარგ ფორმაში იმყოფებიან და ჟურნალისტების გაოცებას ჯერ კიდევ ახერხებენ. საბჭოთა პრესა კი მათი გაქცევიდან სამიოდ წელლიწადში წერდა, რომ წყვილი ავტოკატასტროფაში დაიღუპა ამერიკაში. ამ ცრუ ინფორმაციის მიზანი ხალხის დაშინება იყო, ანუ ირიბად გააფრთხილეს - თუ გაიქცევით, დაისჯებითო! ოლეგი 85 წლისაა, ლუდმილა -82-ის. მათ ისევ უყვართ ერთმანეთი და ისევ შეუდარებლად სრიალებენ.
ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი