საქართველოს სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს მიაჩნია რომ შესასწავლია სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის დროს კვალიფიციური სამედიცინო შემოწმების საკითხი; ასევე, არასათანადო მოპყრობა სამხედრო ნაწილებში, მათ შორის კოლექტიური დასჯის შემთხვევები.
სახალხო დამცველი ითხოვს უზრუნველყოფილ იქნას თარჯიმნის პერიოდულად მიყვანა სამხედრო ნაწილებში, რათა ქართული ენის არმცოდნე სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა მიეცეთ სურვილის შემთხვევაში კონფიდენციალურად გაესაუბრონ ზემდგომებს.
მომზადდა ombudsman.ge -ის მიხედვით.
ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი