ევროპის დღე თბილისში

ევროპის დღე თბილისში

07.05.2017

ნანა ჯანაშია

7 მაისს, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ეროკავშირის წევრი ქვეყნების 18 საელჩოს და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად თბილისში, რიყის პარკში გამართა ევროპის დღის აღსაღნიშნავი ღონისძიება. 12:00 საათიდან რიყის პარკი დაიტვირთა გასართობი პროგრამებით. მოეწყო საინფორმაციო სტენდები. გაიმართა დრამ შოუ და წარმოდგენა მიმების შესრულებით, მოეწყო საინფორმაციო ზონები, გიფები და ფოტოზონები, ასევე მინი ევროპის „Check in” ზონა. ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ოფიციალურად 15:00 საათზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა გახსნა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროპულ გზაზე. სიტყვით გამოვიდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე.
ქართველი და ევროპელი არტისტების და ანსამბლების მონაწილეობით გამართულ კონცერტს მხურვალე ტაშით შეეგება მაყურებელი. განსაკუთრებული ოვაციებით კი შეხვდა ანსამბლ "ნართებს" და შვედეთიდან საგანგებოდ მოწვეულ მომღერალ საბინა ჭანტურიას.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge