საფრანგეთის სიმპათიური და ემპათიური პრეზიდენტი

საფრანგეთის სიმპათიური და ემპათიური პრეზიდენტი

08.05.2017

By Nana Janashia

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტმა საფრანგეთის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა და პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ასევე პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს მოიგო, ხოლო მეორე ტური 7 მაისს და საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა. ის ევროკავშირის მტკიცე მხარდამჭერია. 39 წლისაა, ქალაქ ამიენშია დაბადებული. პირველადი განათლებით ფილოსოფოსია, შემდეგ კი ფინანსებით დაინტერესდა. ფრანგი მემარცხენეების მიერ “ტონი ბლერის ასლად” წოდებული მაკრონი იმ წინააღმდეგობრივი კანონის ინიცირებით გახდა პოპულარული, რომელსაც “მაკრონის კანონს” უწოდებენ. 
მისი სასიყვარულო ისტორიიდან გამომდინარე მიაჩნიათ, რომ საფრანგეთს გამბედავი და საკუთარ თავში დარწმუნებული პრეზიდენტი ჰყავს. (მაკრონმა მასზე 24 წლით უფროსი ქალი, თან სამი შვილის დედა ბრიჯიტ ტროგუნსი მიუხედავად დაცინვის და შერცხვენის მცდელობისა მოხიბლა და იქორწინა). 
ემანუელ მაკრონს ახასიათბენ როგორც ჭკვიან და ჰუმანურ ადამიანს, რომელიც ემპათიის ჭარბი უნარით არის დაჯილდოებული.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge