საბინა ჭანტურია სტუმრად სტარშოუში

საბინა ჭანტურია სტუმრად სტარშოუში

12.05.2017

ქართველი მომღერალი შვედეთიდან - საბინა ჭანტურია, რომელიც სიყვარულზე და ადამიანურ ურთიერთობებზე  ლამაზ მუსიკას ქმნის, ტექსტებს  წერს  და მღერის -- დღეს 14.30 სთ-ზე სტარშოუს წამყვან დათო ჭიჭინაძესთან ერთად გაიცნო ტელეკომპანია  სტარვიზიის მაყურებელმა და რადიო STARFM – 93.9-ის მსმენელმა. საბინამ პირდაპირ ეთერში შეასრულა  სიმღერები „ობობას ქსელი“ და  „უცნაური“.  ისაუბრა საკუთარ შემოქმედებაზე, შვედეთში და დანიაში გამართულ კონცერტებზე, შვედურ პრესასთან და ტელევიზიებთან ურთიერთობის პრაქტიკაზე,  ასევე საქართველოში გამართულ კონცერტებზე და სამომავლო გეგმებზე. გადაცემის დასასრულს გაიმართა საბინას ახალი კლიპის Stranger“ პრეზენტაცია, რომელიც შვედეთშია გადაღებული.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge