მოამზადა ნანა ჯანაშიამ
1. Reuters-ის ცნობით ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის გენერალურ კონსულს და კონსულს ნოტა გადასცა, რომლის მიხედვითაც მათ ესტონეთი უნდა დატოვონ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს ნაბიჯი სავარაუდოდ რუსული მხარის მიერ ჯაშუშურ საქმიანობას უკავშირდება.
2. ეგვიპტეში, კაიროდან 220 კილომეტრზე, მინიას პროვინციაში, წმიდა სამუელის სახელობის მონასტერში მიმავალ ავტობუსზე სეიარარებული თავდასხხმა მოხდა, რომელსაც 28 ადამიანი ემსხვერპლა, 35 კი დაშავდა. დონალდ ტრამპმა ეგვიპტეში მომხდარი ტერაქტი დაგმო და განაცხადა, რომ ქვეყანაში "ქრისტიანთა უმოწყალო სასაკლაო უნდა დასრულდეს"
3. 26 მაისიდან, ავიაკომპანია Small Planet Airlines, რომლის მფლობელობაშიც 21 A320 ტიპის ავიახომალდია, ვარშავა-ბათუმი-ვარშავის მიმართულებით პირდაპირ რეისებს იწყებს. ავიაკომპანია ზაფხულის სეზონზე ფრენებს ყოველ კვირას შეასრულებს. ფრენები ეარბას A320 ტიპის ავიახომალდებით განხორციელდება. Small Planet Airlines ლიტვური ავიაკომპანიაა და ის ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით ფრენებს 2008 წლიდან ახორციელებს.
4. დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე, დაახლოებით 2 კმ-იანი გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დაწყება იგეგმება. ხელშეკრულების მიხედვით გვირაბი 12 თვეში უნდა გაიყვანონ. ე. ი. ერთი წლის შემდეგ, ანუ 2018 წლის ზაფხულიდან დარიალის ხეობით სარგებლობა კლიმატურ პირობებზე აღარ იქნება დამოკიდებული.
5. აშშ-ის შტატ ფლორიდაში გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებმა მამაკაცი და ქალბატონი დააკავეს, რომლებიც ფრანგი მხატვრის ანრი მატისის სურათის Odalisque a la culotte rouge გაყიდვას ცდილობდნენ. ფრანგი შემოქმედის ნახატი 2002 წელს ვენესუელაში, კარაკასის მუზეუმიდან მოიპარეს.CNN-ის ინფორმაციით, მაიამის მცხოვრებლები, რომლებსაც არ დაუფარავთ, რომ ნახატი მოპარული იყო, 3 მილიონ დოლარად შეფასებული სურათის გაყიდვას 740 ათას დოლარად ცდილობდნენ. მყიდველები კი FBI-ის თანამშრომლები აღმოჩდნენ.3 მილიონ დოლარად შეფსაებული ნახატი Odalisque a la culotte rouge ფრანგმა მხატვარმა ანრი მატისიმ 1925 წელს შექმნა. ის ნიუ-იორკის გალერეიდან ვენესუელაში 1981 წელს გადაიტანეს. 2003 წელს კი ექსპერტიზის საშუალებით დადგინდა, რომ კარაკასის მუზეუმში ორიგინალის ნაცვლად ნახატის ასლი ეკიდა. ქურდებმა ის 2002 წელს მოიპარეს. მათი დაჭერა მხოლოდ 2012 წელს გახდა შესაძლებელი. CNN-ის ინფორმაციით მაიამის მცხოვრებელი ქალი და კაცი მაშინ დააპატიმრეს, როდესაც სურათის გაყიისვას FBI -ის თანამშრომლებზე :) იაფად, ანუ 740 ათას დოლარად ცდილობდნენ.