მომავალ წელს საატესტატო გამოცდები იმაზე რთული იქნება ვიდრე წელს იყო. საქმე იმაშია, რომ მე-12 კლასელებისათვის საატესტატო გამოცდების ბარიერის აწევა იგეგმება. თურმე, გერმანიაში საშუალო სკოლის ატესტატს მხოლოდ 30% იღებს. დანარჩენები პროფესიულ სასწავლებლებში მიდიან და ამა თუ იმ პროფესიას ეუფლებიან. როგორც განათლების მინისტრი ალ. ჯეჯელავა ამბობს სკოლის ატესტატი და უმაღლესი განათლება განსაკუთრებით მოტივირებული და მონდომებული ბავშვებისთვისაა მხოლოდ. ვინც ვერ მიიღებს ატესტატს, პროფესიულ სასწავლებელში წავა, პროფესიას შეიძენს და სწავლის ხასიათზე როცა მოვა სკოლის გამოცდას მაშინ ჩააბარებს. მინისტრის აზრით საერთოდ არ იყო წლევანდელი გამოცდები რთული. მიაჩნია, რომ თუ მოსწავლე ისწავლის და მოინდომებს, 12 წელიწადში კი არა, ერთ წელიწადშიც შეძლებს ამ ბარიერის დაძლევას.
მასალა მომზადებულია tabula.ge-ის მიხედვით.