By N.J.
კონსერვატიული სტილის მქონე ფრანგი მხატვარი ჰენრი ფანტინ-ლატოური დაიბადა 1836 წლის 14 იანვარს, გრენობლეში. მამა მხატვარი ჰყავდა და ხატვა მისგან ისწავლა. 1850 წელს პარიზში, ეკოლ დე დესინში ნატიფი ხელოვნების სკოლაში ჩააბარა. 1854 წლიდან ძალიან დიდხანს ლუვრში გამოფენილი ძველი მხატვრების ნახატების კოპირებით იყო დაკავებული. ასევე ხატავდა ნატურმორტებს და ხელოვანი პარიზელების ჯგუფურ პორტრეტებს. მეგობრობდა ფრანგ მხატვარ-უნივერსალისტ ედუარდ მანესთან და ტრადიციული მხატვრობის მიმდავარ ამერიკელ მხატვარ ჯეიმს უისტლერთან. უისტლერმა ფანტინს ყურადრება ინგლისში მიაქცია, მაშინ, როდესაც ნახა, რომ ამ მხატვრის ნატურმორტები კარგად იყიდებოდა.
1875 წელს ჰენრი ფანტინი დაქორწინდა ყვავილების მხატვარ ვიქტორია დუბურგზე. საცხოვრებლად გადავიდა ორნეში (ნორმანდია, საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთი). მანდვე გარდაიცვალა 1904 წლის 25 აგვისტოს. დასაფლავებულია პარიზში სენის მარცხენა სანაპიროზე, მონპარნასის სასაფლაოზე, ესაა სამხრეთის სასაფლაო, სადაც დაკრძალულები არიან შარლ ბოდლერი, სარტრი, სიმონა დე ბოვუარი, სამუელ ბეკეტი, გი დე მოპასანი, სენტ-ბევი,სერჟ გენსბურგი და სხვები.