მოამზადა ჯილდა ნამიკოლაველმა
1. მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ტუღუში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცებასა და ბაქოში დაკავებას ტაჯიკურ-უზბეკურ სცენარად მიიჩნევს.
2. 8 ივნისიდან ყაზახური ავიაკომპანია SCAT Airlines ოპერირებას საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით განახორციელებს. აქტაუ-ბათუმი-აქტაუს მიმართულებაზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ზაფხულის ბოლომდე, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას განხორციელდება. 8 ივნისს ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტში ფრენების დაწყების შესახებ პრესკონფერენციას გამართვას.
3. აშშ-ის ისტორიაში ჯეიმს კომი FBI-ის ის მეორე დირექტორია, რომელიც თანამდებობიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. კომი 2013 წელს ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს 10 წლის ვადით კი დაინიშნა, მაგრამ 2017 წლის 10 მაისს დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან ყველასთვის მოულოდნელად გაათავისუფლა.
გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის ამ პოსტზე დონალდ ტრამპი იურისტ კრისტოფერ რეის წარადგენას აპირებს.
4. სამმა კალაშნიკოვის ტიპის იარაღით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა თეირანში, ირანის პარლამენტში ცეცხლი გახსნა. არიან დაჭრილებიც და დაღუპულებიც. ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა.
5. გირჩის დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლება" იმით გახდა ცნობილი, რომ ის ახალგაზრდებზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის ასარიდებლად ღვთისმსახურის ცნობებს გასცემს. ამჯერად კი ყურადრება გასაბერი ეკლესიის შეძენის სურვილითაც მიიქცია. ამ გადაწყვეტილებამდე გირჩი იმ ხელისუფლებამ მიიყვანა, რომელიც ცდილობს, რომ „ბიბლიური თავისუფლება“ არარეალურ რელიგიურ ორგანიზაციად წარმოადგინოს ტრადიციული რელიგიური დენომინაციებისათვის დამახასიათებელი ატრიბუტების არქონის გამო. გასაბერი ეკლესია 3000 $ ჯდება და მის გამოყენებას 500-მდემღვდელმსახური შესძლებს.
მოკლედ, ვისაც ჯარში არ გინდათ წასვლა, ამ ანგარიშზე ჩარიცხეთ თანხა: GE60TB7791136080100005 :)
6. დღეს, თბილისში, 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის ღრმაკერიანი მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრის სიღრმე 30 კმ იყო. სპეციალისტების აზრით, რაც უფრო მეტი სიღრმე აქვს მიწისძვრას, მისი ეფექტი მით უფრო მცირდება მიწის ზედაპირზე.მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქ სიღნაღიდან სამხრეთ-დასავლეთით - 22კმ. სოფელი ქვემო ბოდბედან - 15კმ.