მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ბიზნესწყვილები

მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ბიზნესწყვილები

29.07.2017

ნანა ჯანაშია

By Nana Janashia

ბილ და მელინდა გეითსებიბილ გეითსის ულამაზესი ქალიშვილი ჯენიფერიforbsis-ის მიხედვით აშშ-ში ყველაზე მდიდარი არის  კაცი, რომელიც Microsoft- ის უკან დგას , ანუ ბილ გეითსი. მისი ქონება 79,7 მილიარდ დოლარს შეადგენს.  ცოლად ჰყავს აამერიკელი ბ იზნესმენი ქალი, მელინდა გეითსი, რომელსაც ასევე forbsis მიხედვით 70 მილიარდი დოლარი აქვს. ისინი ერთმანეთს 90-იანების დასწაყისში Microsoft-ში შეხვდნენ. 1994 წელს ჰავაის კუნძულებზე იქორწინეს. მათ აქვთ მსოფლიოში უმსხვილესი კერძო ფონდი "ბილ და მელინდა გეითსის ფონდი" რომელიც იბრძვის მსოფლიოში პოლიომელიტის აღმოსაფხვრელად. ასევე ზრუნავს ქალებზე და მათთვის თანამედროვე კონტრაცეპტივების შესყიდვითაა დაკავებული.

მარისა მაიერი და ზაქ ბოგი

მარისა მაიერი  Yahoo- ის აღმასრულებელი დირექტორია, ზაქ ბოგი ყოფილი იურისტი, რომელმაც  დააფუძნა საინვესტიციო ფონდი Data Collective . წყვილი მაშინ შეხვდა ერთმანეთს, როდესაც მარისა Google- ში მუშაობდა. ისინი დაქორწინდნენ 2009 წლის 12 დეკემბერს.  შეეძინათ ბიჭუნა და ტყუპი გოგონები.

ჯეფ ბეზოსი და მაკენზი ბეზოსი

Amazon- ის დამფუძნებელ ჯოზეფ ბეზოსი სიმდიდრით მეორეა ამერიკში ბილ გეითსის შემდეგ. წლების წინ მას ამერიკელი ნოველისტი მაკენზი შეუყვარდა. პირველად  ერთმანეთს  1992 წელს ნიუ-იორკში, ჰედერის ფონდში შეხვდნენ. 1993-ში იქორწინეს.  1994 წელს წყვილი სიეტლში გადავიდა საცხოვრებლად და სწორედ იქ დაიწყო მათი კარიერული აღმასვლა. ჯეფ ბეზოსმა დააარსა Amazon-ი. მაკენზიმ კი დააფუძნა Bystander Revolution. ეს შესანიშნავი დუეტი სამი ვაჟის და ერთი ქალიშვილის მშობლები არიან.

მუკეშ ამბანი და ნიტა ამბანი

მუკეშ ამბანი  ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი მსოფლიოში, Reliance Industries Limited- ის თავმჯდომარე . მას თავისი მომავალი ცოლი ნიტა მამამ შეურჩია. ნიტა საშუალო ფენის ოჯახიდანაა. დედა მოცეკვავე ჰყავდა და თავადაც რამდენჯერმე გამოვიდა სცენაზე. ერთ-ერთ ფესტივალზე ნიტა სამამამთილომ შენიშნა და გადაწყვიტა ეს გოგო მისი რძალი გამხდარიყო. ტელეფონის ნომერი ფესტივალის ორგანიზატორებისგან გაიგო და მეორე დღეს დაურეკა. როცა ნიტამ გაიგო, რომ მას ქვეყნის უმდიდრესი ბიზნესმენი ურეკავდა, ჩათვალა რომ შეცდომა იყო და ყურმილი დაუკიდა. კაცმა მეორედაც დაურეკა გოგონას და უთხრა რომ ის ხურუბაი ამბანია, ნიტამ კი  - თუ თქვენ ხურუბაი ამბანი ბრძანდებით, მაშინ მე ელიზაბეთ ტეილორი ვარო და ისევ დაუკიდა ყურმილი. მესამედ როცა დარეკა, უკვე ნიტას მამა ჩაერია და შვილს ურჩია ამ სერიოზულ კაცს სერიოზულად დალაპარაკებოდა. ნიტაც დაემორჩილა მამის რჩევას და ზრდილობიანად მოუსმინა ქვეყნის ყველაზე მდიდარ კაცს. ბიზნესმენმა ნიტა თავის კაბინეტში დაპატიჟა.  გაცნობითი ხასიათის საუბარი შედგა ნათ შორის, ბოლოს კი ჰკითხა, ხომ არ იქნებოდა წინააღმდეგი თუ მის შვილ მუკეშს შეხვდებოდა?! ნიტა დასთანხმდა.. სამამამთილომ გოგონა სახლში დაპატიჟა. კარი მუკეშმა გაუღო. ასე გაიცნეს ერთმანეთი. 7-ჯერ  შეხვდნენ ერთმანეთს დ ამ ბოლო მე-7 შეხვედრაზე, მუმბაიში საღამოს საცობში მოხვედრილმა მუკეშიმ ნიტას ყველას გასაგონად სთხოვა ცოლობა. გოგონა დასთანხმდა. მათ სიახლოვეს მყოფმა მანქანების მძღოლებმა წყვილს ბედნიერება სიგნალებით მიულოცეს! ამ ამბავს დრემდე იხსენებენ მუმბაიში. ნიტა ამჟამად  ქველმოქმედებითაა დაკავებული.  ასევე არის 2 ბიჭის და ერთი გოგონას დედა.

ფოტომასალა მოპოვებულია ინტერნეტიდან.

 

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge