ჯეჯელავას ვაშლი

ჯეჯელავას ვაშლი

14.08.2017

მინისტრ ჯეჯელავას ვაშლი სკოლაში იმიტომ შემოაქვს, რომ მას უყვარს ბავშვები!  ძალიან ბევრ მშობელს კი გადაავიწყდა ვაშლის მნიშვნელობა...
ვაშლის კულტურული ჯიშების ნაყოფი შეიცავს შაქარს (ფრუქტოზა, გლუკოზა, საქაროზა), მჟავებს (ვაშლის, ლიმონის), პექტინს, ცილოვან ნივთიერებებს, უჯრედისს, ვიტამინებს (A, B, C), წყალს (83-90%) და სხვა. 
ვაშლის ერთ-ერთი ინგრედიენტი ბორონი აძლიერებს ბავშვის ძვლებს. ვაშლის ყოველდღიური მირთმევა ამცირებს ბავშვებში ასთმის რისკს.განსაკუთრებით კარგია ახლადგამოწურული ვაშლის წვენი ყოველდღიურად.
ვაშლი შეიცავს ქერცეტინს, რომელიც იცავს ტვინის უჯრედებს. ბავშვობაში ყოველდღიურად მიღებული ვაშლი მომავალში ადამიანს დაიცავს ალცჰაიმერის დაავადებისგან.
სისხლში 16%-ით ქოლესტერინის შესამცირებლად საჭიროა ყოველდღიურად 2 ვაშლის მირთმევა. 
ვაშლში დიდი რაოდენობით არსებული ფლავონოიდები, ქერცეტინი და ნარინჯინი ფილტვის კიბოს პრევენციის 50%-იან გარანტიას იძლევა.
დღეში 6 ვაშლის მირთმევა მკერდის კიბოს რისკს 44%-ით ამცირებს. 
ვაშლის კანის ექსტრაქტის მიღება ღვიძლის კიბოს რისკს 57%-ით ამცირებს.
ვაშლში არსებული პექტინი სისხლში შაქრის სტაბილურ დონეს ინარჩუნებს.
ვაშლი შეიცავს ძმარმჟავას, რაც ხელს უწყობს სასჭმლის მონელების პროცესს.კურნავს დიარესა და ხელს უშლის ყაბზობას.
ყოველდღიურად 3 ვაშლის მიღება არეგულირებს წონას.
ვაშლის 6 კურკის მიღება ორგანიზმს 2 დღის იოდის მარაგით ავსებს.
ვაშლის წვენი აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და აუცილებელია გონებრივი შრომის დროს.
ვაშლი  კანიანადაა კარგი, რადგან კანში უფრო მეტ ანტიოქსიდანტები და ბოჭკოებია ვიდრე რბილობში.

P.S.ინფორმაციები ვაშლის სასარგებლო თვისებების შესახებ  მოპოვებულია ინტერნეტიდან და გადამოწმებულია ექიმ- დიეტოლოგებთან.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge