გუსტავ კლიმტის დედა და ტყუპები

გუსტავ კლიმტის დედა და ტყუპები

29.10.2017

გუსტავ კლიმტი (Gustav Klimt) (დ. 14 ივლისი1862 – გ. 6 თებერვალი1918) — ავსტრიელი სიმბოლისტი მხატვარი და ვენის არტ-ნუვო (ასევე მოდერნი, სეცესიონ) მოძრაობის წევრი. მის მთავარ ნამუშევრებს შორისაა ფერწერული ტილოები, ფრესკები, სკეტჩები და სხვა ხელოვნების ნიმუშები, რომელთა უმრავლესობა გამოფენილია ვენის სეცესიონ-გალერეაში. კლიმტის მთავარი სუბიექტი ქალის სხეული იყო და მის ნამუშევრებში ხაზგასმულია გულწრფელი ეროტიზმი. მისი გრაფიკული ნამუშევრები (რომლებიც მან დიდი რაოდენობით შექმნა), საყოველთაოდ მიიჩნევა მის უდიდეს დანატოვრად.

გუსტავ კლიმტი დაიბადა ბაუმგარტენში, ვენასთან, ავსტრია, და ოჯახში შვიდი შვილიდან მეორე იყო. მამამისი ერნსტ კლიმტი მხატვარი-გრავიორი და იუველირი იყო.

1879-83 წლებში ვენის სამხატვრო-სახელოსნო სკოლაში სწავლობდა (Kunstgewerbeschule), სადაც არქიტექტურული დეკორატორის განათლება მიიღო. პროფესიული კარიერა ინტერიერის მიურალების ხატვით დაიწყო რინგშტრასეზე საზოგადოებრივ შენობებში. შემდეგ ავსტრო-უნგრეთის პროვნციების თეატრების კედლებს ხატავს. უკვე 1880 წელს იღებს სერიუზოულ შეკვეთას — „ოთხი ალეგორია“. 1885-86 წლებში ძმასთან და ახალგაზრდა მხატვარ ფრანც მატჩთან ერთად აფორმებს ვენის ბურგთეატრსა და სამხატვრო-ისტორიულ მუზეუმს. ბურგთეატზე მუშაობის დასრულების შემდეგ იმპერატორი ფრანც იოსიფი კლიმტს ოქროს ჯვრით აჯილდოებს ხელოვნებაში დამსახურების გამო.https://ka.wikipedia.org/wiki/გუსტავ_კლიმტი



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge