ქორწინების შიში

ქორწინების შიში

01.11.2017

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

მომზადებული მასალა

 შარლიზ თერონს და შონ პენს ძლიერი გრძნობა აკავშირებდათ. წელიწადნახევარი ხვდებოდნენ ერთმანეთს, დაინიშნენ კიდეც 2014-ში, მაგრამ საქმე ქორწინებამდე არ მისულა. არის აზრი, რომ თერონს დაქორწინების ეშინია, რადგან მას საკუთარმა ოჯახმა დიდი ტკივილი მოუტანა.  ის ერთადერთი ბავშვი იყო გერდა ალეტისა და ჩარლზ თერონის ოჯახში. მისი მშობლები ფერმას და სამშენებლო ფირმას ფლობდნენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ტრანსვაალის პროვინციაში, ანუ იქ სადაც დაიბადა და გაიზარდა შარლიზი. იმის გამო, რომ მამამ სმას მიჰყო ხელი, ფერმასაც და ფირმასაც მისი მეუღლე გერდა ხელმძღვანელობდა.  შარლიზი 15 წლის იყო როდესაც ნასვამი მამა დედას და მას თავს დაესხა და მოკვლით დაემუქრა. დედამ თავდაცვის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რასაც მამის სიკვდილი მოჰყვა.  ეს გასროლა თავდაცვად შეფასდა და თერონის დედა არ დასჯილა. ეს ამბავი 1991 წლის 21 ივნისს მოხდა.  გოგონაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ამ ფაქტმა, ის გახდა ძალიან ცნობილი მსახიობი მაგრამ, უკვე 42 წლისაა და ოჯახის შექმნაზე ვერავინ დაითანხმა. ამ ბოლო დროს ის თავდავიწყებით შეუყვარდა მადონას და რობინ რაიტის  ყოფილ ქმარს - შონ პენს. გაზეთებში დაიბეჭდა მათი ერთობლივი ფოტოები ოჯახურ გარემოში. დაინიშნენ კიდეც, მაგრამ ქორწილი არ შედგა. შონისა და თერონის  ურთიერთობა ბევრისთვის მიუღებელი იყო და უპერსპექტივოდაც მიჩნეული, რადგან წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 15 წელია. თან, როგორც აღმოჩნდა შონს, რომელსაც რობინ რაიტისგან 2 შვილი ჰყავს, თერონისგანაც უნდოდა შვილები. როცა შონი გამოჩნდა თერონის ცხოვრებაში უკვე იყო 2 აყვანილი ფერადკანიანი ბავშვი 4 წლის ჯექსონი და პატარა გოგონას, აუგუსტი. შონმა საკუთარი შვილებივით შეიყვარა თერონის აყვანილი ბავშვები, ერთად დადიოდნენ, უამრავი ფოტო აქვთ გადაღებული და ძალიან ლამაზი ოჯახის შთაბეჭდილებასაც ტოვებენ, მაგრამ თერონი ახალ პასუხისმგებლობას მოერიდა და განაცხადა, რომ ოჯახის გაზრდას ახლო მომავალში არ გეგმავდა. სიყვარული დარჩა სიყვარულად, თერონი კი ოსკაროსან მსახიობად, რომელიც ჯერ ისევ ორ აყვანილ ბავშვს ზრდის. შონ პენი კი დიდ იმედებს ამყარებდა ამ ქალზე და არაერთხელ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ის  - წინა ორ ქორწინებას არ თვლიდა ქორწინებებად, ეს მესამე კი, რომელსაც თერონთან ერთად გეგმავდა - იქნებოდა პირველი და უკანასკნელი.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge