ნანა ჯანაშია / Nana Janashia
(მომზადებული მასალა)
ბულგარული ფესვების მქონე და ისრაელში მცხოვრებ ვიზაჟისტ ტალ პელეგს ბევრი მხატვარს უწოდებს. პელეგი თვალის ქუთუთოებზე ხატავს სიუჟეტურ მინიატურებს, ზღაპრიულ პერსონაჟებს, სცენებს ფილმებიდან და ტელეშოუებიდან, ლამაზ პეიზაჟებს. პელეგს საინტერესო საშობაო ვარიაციებიც აქვს შესრულებული. ის თავისი ნამუშევრებით ამტკიცებს, რომ მაკიაჟი ისეთივე ხელოვნებაა, როგორიც მხატვრობა. პელეგმა ქალის თვალები ისეთ ნახატებად აქცია, რომლებსაც დამთვალიერებელი აღფრთოვანებული უყურებს. Scarlet Moon ტალ პელეგის ფსევდონიმია და მას ასე უფრო იცნობენ მსოფლიოში. განუმეორებელია ტალ პელეგის მეიკაპი ფოტოსესიების და თემატური საღამოების დროს. ტალ პელეგის მაკიაჟი მსოფლიოში ყველაზე კრეატიულადაა მიჩნეული.