ხის ცხენი - შვედეთის სამეფოს ეროვნული სიმბოლო

ხის ცხენი - შვედეთის სამეფოს ეროვნული სიმბოლო

01.12.2017

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

სტილიზებული ხის ცხენის ფიგურა, სათამაშო, რომელიც შვედეთის სამეფოს ეროვნულ სიმბოლოს წარმოადგენს, პირველად 1624 წლის ხელნაწერშია ნახსენები. დალეკარლიულ ცხენს უწოდებენ მას და მისი უძველესი და უმსხვილესი წარმოება დალაფას პროვინციაში და მურის (Mora) მუნიციპალიტეტში ხდებოდა, კერძოდ კი სოფელ ნუსნესში (Nusnas). 1922 წელს ბიჭმა სახელად გრანას ანდერსი, რომელიც სოფელ ნუსნესში ცხოვრობდა გახსნა სახელოსნო, შემდგომში «Grannas A Olsson Hemslöjd AB»-ად წოდებული და დაიწყო სათამაშო ცხენის ფიგურების მასიური გამოშვება. გრანასი უფროსი იყო ცხრაშვილიან ოჯახში და კარგად იცოდა თუ რამდენად საჭირო იყო შვედი ბავშვებისთვის ეს სათამაშო, ამიტომ მშობლებს ცხოვრება გაუადვილა და ცხენის ფიგურების გამოჭრა თავის თავზე აიღო. ტრადიციულად ცხენის ფიგურა წითლადაა დახატული, აღკაზმულობა კი ლურჯად და თეთრად. მე-20 საუკუნის დასაწყისში კი ცხენის მოხატულობაში შემოიჭრა ახალი მოწითალო-მოყავისფრო ფერი და ღია ნაცრისფერი. 1937 წელს პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე წითელი ხის შვედური ცხენი გახდა ყველაზე პოპულარული სუვენირი. 1939 წელს კი ნიუ-იორკში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე წითელი ცხენი გახდა აღიარებული, როგორც შვედეთის სიმბოლო. სათამაშო ცხენ-სუვენირების ზომები 3,4 მილიმეტრიდან 50 სმ-მდე მერყეობს. დალეკარლიული ცხენის ყველაზე დიდი ძეგლი შვედეთის ქალაქ ავესტაში დგას.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge