ნოემბრის კარალიოკები

ნოემბრის კარალიოკები

04.12.2017

Persimmon tree

კარალიოკი  ბარის მცენარეა, ის, ჩვეულებრივ, ტენით უზრუნველყოფილ დაბლობებზე, ხევებში და ნესტიან ფერდობებზე ხარობს. ამ ხილში ბევრია ფრუქტოზა და გლუკოზა, ასევე რკინის მდიდარი წყაროა. სასარგებლოა თირკმლების პრობლემების მქონე პატარებისთვის. შეიცავს ტვინის კვებისთვის საჭირო მიკროელემენტებს: თუთიას, კობალტს, ფოსფორს. ასევე შეიცავს ბეტა-კაროტინს, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს, მხედველობის პრობლემებს თავიდან აგვაცილებს,  ამცირებს ფილტვის კიბოს გაჩენის რისკს.  ნაყოფში შემავალ შაქარს ადამიანის ორგანიზმი გულის კუნთის საკვებად იყენებს. კარალიოკი  უხვად შეიცავს C ვიტამინს, კალიუმს, მაგნიუმს, იოდს, ამდენად, სასარგებლოა იოდის დეფიციტის დროს. გაცივებისას კარალიოკის წვენს ხსნიან თბილ წყალში და იყენებენ სავლებად. კარალიოკის  ნორმაზე მეტად მირთმევა არ შეიძლება,  რადგან გამბერავი ეფექტი აქვს. კარალიოკი საკმაოდ ძლიერი ალერგენია, ამიტომ, ბავშვებს მხოლოდ 3 წლის ასაკიდან შეუძლიათ მიართვან მშობლებმა, თან მცირე ნაჭრებით, რათა დარწმუნდნენ, რომ ალერგიას არ გამოიწვევს.ცივ პერიოდში ადამიანის ორგანიზმს საჭირო ვიტამინებით ხურმა ამარაგებს. მისგან ნებისმიერი ტიპის კანისთვის შეიძლება ნიღბის მომზადება. დასავლელი კოსმეტოლოგები ხურმას გეიშების სილამაზის საიდუმლოს უწოდებენ. ხურმა და კარალიოკი დრეში 4 ცალზე მეტი არ უნდა მიირთვათ. ხურმა-კარალიოკის ხისგან ამზადებენ ძვირადღირებულ ავეჯსაც.

The word Diospyros comes from the ancient Greek words "dios" (δῐος) and "pyron" (πῡρον). A popular etymology construed this as "divine fruit", or as meaning "wheat of Zeus"[2] or "God's pear" and "Jove's fire". The dio-, as shown by the short vowel 'i' has nothing to do with 'divine' (δῑoς ), dio- being an affix attached to plant names, and in classical Greek the compound referred to 'the fruit of the nettle tree'. The Modern Greek name for the fruit is λωτός (lotos), which leads modern Greeks to the assumption that this is the lotus referred to in Homer's Odyssey.

The word persimmon itself is derived from putchaminpasiminan, or pessamin, from Powhatan, an Algonquian language of the eastern United States, meaning "a dry fruit".

კალიფორნიაში ხურმას და კარალიოკს ისე აშრობენ, როგორც სამეგრელოში.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge