ნამცხვარი "ძეხვი"

ნამცხვარი "ძეხვი"

12.01.2018

                                               ნამცხვარი „ძეხვი“

250 გრ ნამცხვარი „პეჩენია“

1 ჩ.ჭ. ნიგოზი

200 გრ კარაქი

1,5 ს.კ. კაკაო

1 ჩ.ჭ. შაქარი

2 ს. კ. რძე

1 კვერცხის გული

ნამცხვარი „პეჩენია“ და ნიგოზი დავაქუცმაცოთ. კარაქი,  კაკაო, შაქარი, რძე დავდგათ ცეცხლზე და წამოვადუღოთ. გადმოვდგათ და უმალვე შევურიოთ კვერცხის გული, შემდეგ კი - ნიგოზი და „პეჩენია“.  მიღებული  მასა გადავანაწილოთ პერგამენტის ქაღალდზე, გადავახვიოთ.  მივცეთ  ძეხვის ფორმა და  2-3 საათით შევდოთ მაცივრის ზედა თაროზე.  დავჭრათ ისე, როგორც ძეხვი. 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge