40 წელი - ეს ახალგაზრდობის სიბერეა; 50 წელი კი - სიბერის ახალგაზრდობა. ვიქტორ ჰიუგო
დიახ, 40 წლის ასაკიდან უკვე არ ვართ ისეთი ახალგაზრდები - როგორებიც ვიყავით. ამიტომ, მეტად უნდა გავუფრთხილდეთ თავს და მივირთვათ ის პროდუქტები, რომლებიც ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება.
40 წლის ასაკიდან ცხიმიანი თევზის რეგულარული მირთმევა იცავს ჩვენს მხედველობას.
დაფნის ფოთლის ნახარშის ყოველი დაბანის შემდეგ თავზე გადავლება - თმას გაგვიჯანსაღებს.
ტვინი რომ არ დაგვიბერდეს, ყოველდღიურად უნდა მივირთვათ მცენარე კარი და მოხარშული კვერცხი.
შრომისუნარიანობის ასამაღლებლად კარგია კენკრა.
თხილი და კაკალი დეპრესიისგან დაგვიცავს.
შავი შოკოლადი ადრინდელზე უფრო გონებამახვილს გაგვხდის.
ჰორმონების დასაბალანსებლად კარგია ოსპის, მუხუდოს შეჭამანდი.
ფერადი ხილი და ბოსტნეული უზრუნველყოფს ჩვენი კანის სიჯანსაღეს.
თუ ზედმეტი წონა გვაქვს 5 სუფრის კოვზი საზამთროს კურკა 1 ლიტრ ცივ წყალში ჩავყაროთ, ადუღებამდე მივიყვანოთ და დღეში 3–ჯერ თითო ჭიქა მივიღოთ - 10 დღეში დავიკლებთ.
ჭარხალი აუცილებელია, რადგან უამრავ ანტიოქსიდანტს შეიცავს. ანთების საწინააღმდეგოა. მაგალითად, კბილის ტკივილისას ჭარხლის თხელი რგოლები - საუკეთესო გამოსავალია.
რეჰანი იცავს ორგანიზმს ინფექციებისაგან.
ისპანახი იოდის დეფიციტის მქონე ადამიანებმა ხშირად უნდა მივირთვათ და სხვებმაც, რადგან ის ყველას ორგანიზმში ცოცხის ფუნქციას ასრულებს და შესანიშნავად ასუფთავებს ნაწლავებს. ასევე ნერვული სისტემის დაავადებებსაც კურნავს.
P.S. სხვა რჩევები - სხვა დროს... :)
ეს ის მცირედია, რაც ჯანმრთელად ცხოვრების შანსს გვაძლევს...
მოამზადა ნანა ჯანაშიამ