ლინდონ ჯონსონი

ლინდონ ჯონსონი

01.03.2018

ვიქტორ (ვიკი) კუხიანიძე

By Victor Kukhianidze

ლინდონ ჯონსონი  (1908 – 1973 წწ)

აშშ-ის 36-ე პრეზიდენტი (1963–1969) დემოკრატიული პარტიიდან.

ჯონ კენედის პრეზიდენტობის დროს 1961-1963 წლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

ტეხასელი ფერმერების ოჯახში დაიბადა. სკოლაში  კლასის პრეზიდენტი იყო. 1926 წელს ტეხასის პედაგოგიურ კოლეჯში ჩააბარა. სტუდენტობისას კოლეჯის პერიოდულ გამოცემას, გაზეთ „The College Star-ს” რედაქტორობდა და აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა პოლიტიკურ კამპანიებში, თან პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. 1928 წელს მექსიკელ ბავშვებს ინგლისურსა და სხვა დისციპლინებს ასწავლიდა. შემდეგ მუშაობდა ჰიუსტონის უმაღლეს სკოლაში მასწავლებლად.

ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალური მდგომარეობა და მოქალაქეთა სხვადასხვა ნიშნით შევიწროების ტენდენცია ჯონსონმა პედაგოგიური კარიერის მეშვეობით დაინახა და სასკოლო პოლიტიკიდან დიდ ბრძოლაში გადაინაცვლა. დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი გახდა და ექვსჯერ მოიპოვა წარმომადგენლობითი პალატის წევრის მანდატი. მაღალი პოლიტიკური სტატუსის მიუხედავად  მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა. ჯონ კენედის დაღუპვის შემდეგ 1963 წელს   სახელმწიფოს მეთაურის პოსტი ჩაიბარა.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge