ოთხმოცდაცამეტი წელი

ოთხმოცდაცამეტი წელი

22.04.2018

ნანა ჯანაშია / By Nana Janashia

1989-1993წ.წ. აშშ-ის პირველი ქალბატონი ბარბარა ბუში ერთადერთი ქალია მსოფლიოში ვისაც წილად ხვდა ბედნიერება ყოფილიყო აშშ-ის მე-14 პრეზიდენტის ფრანკლინ პირსის შთამომავალი,  აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მეუღლე და აშშ-ის 43-ე პრეზიდენტის ჯორჯ უოლკერ ბუშის დედა. ბარბარა ბუშის   ქალიშვილობის გვარია პირსი. ბარბარა გაიზარდა ნიუ იორკში, ქვინსში. მამამისი 60-იანი წლების  ქალთა ჟურნალების ცნობილი გამომცემელი იყო. ბარბარა ბუშს მიღებული აქვს კარგი განათლება ჯერ სმიტ კოლეჯში, შემდეგ იელის უნივერსიტეტში.

ბარბარამ თავისი მომავალი მეუღლე ჯორჯ ბუში 16 წლის ასაკში საშობაო მეჯლისზე გაიცნო. წელიწადნახევრის შემდეგ ისინი დაინიშნენ. რის შემდეგაც ჯორჯ ბუში ჯარში გაიწვიეს როგორც საზღვაო ავიაციის მფრინავი.  იმ თვითმფრინავებს რომლების პილოტიც ის იყო, საცოლის პატივსაცემად - ბარბარა I, ბარბარა II, ბარბარა III დაარქვა. 1945 წლის 5 იანვარს ჯორჯი შვებულებით ჩამოვიდა ნიუ იორკში და  ბარბარაზე იქორწინა. ომის დამთავრების შემდეგ კი  წყვილი ტეხასის შტატის ქალაქ მიდლენდში გადავიდა საცხოვრებლად და იქ მათ  ექვსი შვილი შეეძინათ.

ბუშების პირველი შვილი ჯორჯი 1946 წლის 6 ივნისს დაიბადა და ის  ქვეყნის 43-ე პრეზიდენტი გახდა.

მეორე შვილი გოგონა პაულინ რობინი 1949 წელს შეეძინათ და 1953 წლის 11 ოქტომბერს დაეღუპათ ლეიკემიით. 

მათი მესამე შვილი ჯონ ელიასი (ჯები) 1953 წლის  11 თებერვალს დაიბადა. ის ფლორიდის 43-ე გუბერნატორი იყო დღეს კი საზოგადოებრივი საქმიანობით არის დაკავებული.

მეოთხე შვილი  მალონ ბუში 1955 წელს დაიბადა და დღემდე ტეხასელი ბიზნესმენია.

მარვინ პირს ბუში 1956 წელს დაიბადა და ისიც ტეხასელი ბიზნესმენია.

ყველაზე უმცროსი გოგონა დოროთი ბუში კოხი 1959 წელს დაიბადა და არის საზოგადო მოღვაწე და ჩართულია საქველმოქმედო საქმიანობაში.

ბოლო ათწლეულები ბარბარა ბუში მეუღლესთან ერთად  ქალაქ ჰიუსტონში ცხოვრობდა ( მოსახლეობის რაოდენობის მხრივ  მე-4  ქალაქი აშშ-ში). ის თავისივე სახელობის ფონდს ხელმძღვანელობდა და ზრუნავდა განათლების განვითარებაზე. ტეხასში არის  ბარბარა  ბუშის სახელობის 5 სკოლა და  ერთი ბიბლიოთეკა. ერთი სკოლაც არიზონაში  და საავადმყოფო მეინის შტატში.

2009 წელს ბარბარამ წარმატებით გადაიტანა გულის ოპერაცია. მას აორტის პროთეზირება გაუკეთდა. მეორედ საავადმყოფოში 2014 წელს მოხვდა პნევმონიის დიაგნოზით.  გარდაიცვალა 2018 წლის 17 აპრილს საკუთარ სახლში, ჰიუსტონში.

2018 წლის 21 აპრილს ჰიუსტონის წმინდა მარტინის  საეპისკოპოსო  ეკლესიიდან ბარბარა ბუშის ცხედარი  მისმა 8 შვილიშვილმა გამოასვენა. მეუღლის ცხედარს ინვალიდის ეტლით მიაცილებდა ჯორჯ ბუში. ასევე შვილები, ნათესავები და ჰიუსტონელები.

აი, ასეთი იყო ერთი წარმატებული ამერიკელი ქალის ამქვეყნიური ცხოვრება თითქმის 93 წლის განმავლობაში და მისი გაცილება ბოლო გზაზე.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge