ნანა ჯანაშია / Nana Janashia
თბილისში დღეს გახსნილი თვითმფრინავების (ბოინგის, აირბასის და სხვა) კომპოზიტური ნაწილების (კარი და სხვა) მწარმებელი ქარხანა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში პირველია საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანია Elbit Sustems Cyclone-ის ერთობლივი პროექტია.
დღევანდელ დღეს ფანტასტიკური უწოდა ისრაელის ინდუსტრიისა და ეკონომიკის მინისტრმა ელ კოენმა და თქვა, რომ ისინი სოლიდურ ინვესტიციას დებენ ქართულ ინდუსტრიაში, რაც ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობის შედეგია. მიზნად აქვთ დასახული, რომ სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსა და ისრაელს შორის ხუთი წლის განმავლობაში მილიარდ დოლარს მიაღწიოს.
სრული წარმადობის მასშტაბზე გასვილს შემდეგ ქარხნის წლიური გაყიდვები 60 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.
კომპანია Elbit Sustems Cyclone-ს წარმომადგენლის რან კრილის თქმით
კომპანია საქართველოს ინდუსტრიაში მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს. დაინტერესებულები არიან სხვა სფეროებში თანამშრომლობითაც, რისთვისაც კარგი პერსპექტივა არსებობს. თბილისში წარმოებული პროდუქცია მთლიანად ექსპორტზე გავა. მისი მომხმარებლები მსოფლიო ავიაინდუსტრიის უმსხვილესი მოთამაშეები იქნებიან.
2019 წლიდან ქარხანა 200-ზე მეტ დეტალს დაამზადებს. ქარხანაში ამჟამად დასაქმებული სამოცდაათი თანამშრომლის ნაწილმა 6-11 თვიანი გადამზადება ისრაელში გაიარა. სატესტო რეჟიმის წარმატებით გავლის შემდეგ ქარხანა თანამშრომელთა რიცხვს 300-დე გაზრდის.