შანტაჟი, ეტიკეტის დარღვევა თუ საერთოდ არაფერი?!

შანტაჟი, ეტიკეტის დარღვევა თუ საერთოდ არაფერი?!

21.06.2018

ნანა ჯანაშიას მიერ მომზადებული დაიჯესტი

საჯარო რეესტრის ყოფილმა უფროსმა, რომელსაც 1 თანამშრომლის სექსუალური შევიწროება დაბრალდა  და  CIDA-ს  ყოფილმა  ხელმძღვანელმა, რომელიც10-მდე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა -  სასამართლოს პატივისა და ღირსების შელახვისთვის მიმართეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი  მათ (მიზეზთა გამო) სარჩელის მიღებაზე უარი განუცხადა.  ეს ინფორმაცია პრესაში გავრცელდა და  კვლავ აღძრა საზოგადოებრივი ინტერესი ამ საქმისადმი. როგორც მაშინ, ახლაც მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ იქნებდა საქმე - არც მეტი არც ნაკლები - წარმატებული  მამაკაცების  შანტაჟთან  გვაქვს?!

 ჩვენი საზოგადოება იმითაცაა შეაშფოთებული, რომ პრინც ჰარის მსახიობი მეუღლე მთლად პრინცესასავით  ვერ იქცევა. ამბობენ, რომ  მეგან მარკლი სამეფო ეტიკეტს -  როცა უნდა მაშინ არღვევს,  შეცდომას შეცდომაზე უშვებს!  ამასწინათ, ქმარმა,  ოსკარ დე ლა რენტას 5499 დოლარად შეფასებული კაბა უყიდა და წაიყვანა დეიდაშვილის ქორწილში. სიარულში ხელს მიშლისო და ისე აიწია ეს კაბა, რომ მუხლი გამოუჩნდა!  ეს არ იკმარა... ერთ-ერთი ხიდის გახსნის ცერემონიალზე, თავსაბურავის გარეშე გამოცხადდა! კიდევ სადღაც, ამის ტარებით დავიღალეო და ხელჩანთა მიწაზე დადო!  ღმერთო, მოთმინება მიეცი  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველ დედოფალ ელისაბედ მეორეს და უშველე საქართველოს!

ფოტო: express.co.uk

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge