Natalie's Farmhouse
By Nana Janashia
ერთ-ერთ შტატში, ერთ-ერთ ამერიკულ სოფლის სახლში, რომელიც აშენებულია 1967 წელს, ამჟამად ცხოვრობს ქართველი ქალი ნატა რეზოს ასული ჩუბინიძე. ის აღფრთოვანებას ვერ მალავს, როდესაც ამერიკულ სოფელზე საუბრობს. სახლს რამდენიმე ჰექტარი მიწა აკრავს. მიუხედავად სიძველისა სახლი კომფორტულია. მისი პირველი სართული ერთი დიდი მისაღები ოთახია სამზარეულოთი და სააბაზანოთი, საიდანაც ხის ლამაზი შიდა კიბით მეორე სართულის ორ საძინებელში ადიხარ. მდიდარი ამერიკული სოფლების უმეტესობაში კრიმინალი ნულამდეა დაყვანილი და მაცხოვრებლები კარებს აღარ კეტავენ. სამაგიეროდ არის სხვა საშიშროება - ტურების სახით. სწორედ მათ გამო საღამოობით იკეტება სოფლის ყველა კარი. ტურებმა გვიან იციან გამოსვლა, რადგან აქტიურდებიან ღამით.
ამერიკულ სოფლებში მეზობლები მეტწილად კეთილგანწყობილები არიან, ალბათ, შორი-შორს რომ ცხოვრობენ იმიტომ. კილომეტრზე მეტია მათ სახლებს შორის მანძილი. სიშორე კი კონფლიქებს თითქმის გამორიცხავს. ვინც დიდ ქალაქებში მუშაობს, სამსახურამდე მგზავრობას დაახლოებით ერთ საათს უნდება. სოფლის სახლებში საცხოვრებლად ის ამერიკელები გადმოდიან, რომლებსაც უყვართ სიწყნარე, განმარტოება, შინაური ცხოველები, ზრუნავენ მათზე და უნდათ, რომ საყვარელი კატები და ძაღლები ბინებში არ იყვნენ გამოკეტილები. გარდა ამისა, ასეთ ადამიანებს მეგაპოლისებზე მეტად ჟანგბადით და სიმშვიდით სავსე სოფლის ცხოვრება მოსწონთ.
წარმატებები ნატას, დამოუკიდებელ და ძლიერ ქართველ ქალს!