ჩემი ბლოგი
ნანა ჯანაშია / By Nana Janashia
რატომღაც არ მჯერა იმის, რომ ადამიანი იცვლება. კი, შესაძლოა იმუშაოს საკუთარ თავზე და უფრო განათლებული გახდეს, უფრო შრომისმოყვარე, უფრო წინდახედული, უფრო შენიღბული - მაგრამ რა ბუნებაც თან დაჰყვა, იმ ბუნებით წავა ამ ქვეყნიდან! ჯონ ლოკის მოსაზრებით "აღზრდა ქმნის უდიდეს სხვადასხვაობას ადამიანებს შორის", ამავეს ფიქრობდა იმანუელ კანტიც, რომ "აღზრდაში იმალება ადამიანის ბუნების სრულქმნის უდიდესი საიდუმლოება". ეს ემპირისტული თეორიაა. ნატივისტური თეორიის მიხედვით კი ადამიანის ფორმირებაში მთავარი არა აღზრდა, არამედ მემკვიდრეობითობაა! კონვერციის თეორიის მიხედვით მემკვიდრეობითი თვისებების და აღზრდის თანხვედრაა აუცილებელი. აკაკი წერეთელმა ეს თეორიები იცოდა-არ იცოდა არავინ იცის, მაგრამ ანდერძივით დაგვიტოვა: " მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა?" კაი, აკაკის თავი დავანებოთ, გავიხსენოთ, რომ ხალხი ბრძენია, ხალხმა კი ჯერ კიდევ როდის თქვა - მგელი მგლობას არ მოიშლისო?! ჰოდა, მეც მანდ ვარ. ერთხელ რომ მიღალატებს და გამწირავს, იმას მეორედ - შანსი არაა ვენდო!