თეთრი ლექსი

თეთრი ლექსი

09.01.2020

ნანა ჯანაშია / By Nana Janashia

კაფე ჩერჩილი

ზოგჯერ ვიკარგები.

თან ისე,

რომ აღარც კი ვცდილობ ვიპოვო საკუთარი თავი...

მერე ჩამესმის ხმა და ანკესებს ვისვრი,

რათა დავიჭირო;

ხაფანგებს ვიწყობ, რათა გავება და დავიბრუნო ის.

და აი ასე, ნაძალადევად, სიჩუმიდან ამოვდივარ ხმაურში...

მუსიკის ფონზე ვიშუშებ ნაანკესარ თითებს და და ნახაფანგარ ტერფებს... სადმე ლონდონში, კაფე ჩერჩილში.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge