დაჯარიმებული ქველმოქმედება

დაჯარიმებული ქველმოქმედება

09.02.2020

კალიფორნიაში ემერსონის სკოლამ (the Emerson Elementary School PTA) საქველმოქმედო საღამოს ფარგლებში ფილმის Lion King-ის ჩვენება მოაწყო. შედეგად 800 დოლარი მოაგროვა. ამ სკოლის მესვეურებს გამორჩათ, რომ ნებისმიერი ფილმის საჯარო ჩვენებას ლიცენზია სჭირდება. კომპანიამ, რომელიც ლიცენზირებასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებითაა დაკავებული, ამ ჩვენების შესახებ შეიტყო და სკოლას დისნეის სახელით 250 ათასი დოლარი მოსთხოვა. სკოლა იძულებულია ეს თანხა გადაიხადოს.ანიმაციური ფილმი, Lion King, კომპანია დისნეიმ წლების წინ გადაიღო, 2019 წელს კი ის კომპიუტერული გრაფიკის დახმარებით  გააცოცხლა. სწორედ ამ ფილმის გამო დაისაჯა სკოლა. დისნეიმ სხვა ანიმაციური ფილმების გაცოცხლებაც  დაიწყო, კერძოდ კი The Jungle Book , Lady and The Tramp, ამჟამად კი,  Lilo & Stitch-ის გასაცოცხლებლად მუშაობს და სამოც მილიონამდე დოლარიც გამოყო. ამბობენ, რომ სიუჟეტი სრულიად დაემთხვევა ორიგინალს.  . 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge