ნანა ჯანაშია / Nana Janashia
ხელები
არასოდეს მახსენდება ჩემი ხელები.
ალბათ ამიტომ, არც მათ ვახსოვარ.
ოდესმე ჩემთვის თავზე რომ მზრუნველურად გადაესვა მარჯვენას,
გამიხარდებოდა.
მერე - მას მარცხენაც მიჰბაძავდა და
ვიქნებოდი so მადლიერი.
და ვუყიდდი ორთავეს მალამოს...
ჩავიგდებდი ჩანთაში და
თუნდაც მგზავრობისას დავიამებდი
დამზრალ ხელისგულთ...