ნანა ჯანაშია / Nana Janashia
ფლატირონი, აგებულია 1902 წელს. 22 სართულიანია. ბრტყელი უთოს ფორმა აქვს. ნიუ-იორკშია. პროექტი ეკუთვნის ჩიკაგოელ დენიელ ბარნჰემს.შენობა დგას სამკუთხა ბლოკ-კუნძულზე 23-ე ქუჩის, მე-5 ავენიუსა და ბროდვეის შორის, მედისონ სქვერის კუთხეში.87 მეტრის სიმაღლისაა. ყველაზე ძველ ცათამბჯენადაა მიჩნეული მანჰეტენზე. სკეპტიკოსები ფიქრობდნენ, რომ ნიუ-იორკის განუყრელი ქარი მას წაქცევდა.120 წელი გავა მალე რაც აშენდა და დგას იქ. აქ კი - ახლა აიღეს გეზი სიმაღლისკენ. ამაშია განსხვავება. დროში. სხვა მხრივ - ყველანი ადამიანები ვართ, იქაც და აქაც. უნარები და შესაძლებლობები იყო და არის განსხვავებული და ალბათ, ყოველთვის ასე იქნება!მე რატომ მიყვარს ფლატირონი? ისე, უბრალოდ... ლამაზია, ძველია, დროს და ქარს გაუძლო და კიდევ - დღეს იქ არაერთი ცნობილი გამოცემის რედაქციაა განთავსებული!
რატომ მიყვარს ფლატირონი? ისე, უბრალოდ... ლამაზია, ძველია, დროს და ქარს გაუძლო და კიდევ - დღეს იქ არაერთი ცნობილი გამოცემის რედაქციაა განთავსებული.