თეატრი რომელიც 5 მილიონი დაჯდა

თეატრი რომელიც 5 მილიონი დაჯდა

03.05.2020

 ნანა ჯანაშია / Nana Janashia

(მომზადებული მასალა)

1947 წელს აშენებული ბათუმის საზაფხულო თეატრი 2001 წელს ხანძარმა გაანადგურა. ახალი თეატრი 2013 წელს არქიტექტორ გოჩა გარუჩავას პროექტის მიხედვით თავიდან აშენდა და 1100 მაყურებელზეა გათვლილი. ის უწინებურად ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.  590 მაყურებელზე გათვლილი თავდაპირველი ხის უნიკალური ნაგებობა კი შესრულებული იყო ე.წ. „სტალინის ბაროკოს“  სტილში, არქიტექტორების კახა ჯავახიშვილის და ბოგდან კირაკოსიანის პროექტის მიხედვით.

საზაფხულო თეატრის ასაშენებლად ბათუმის მერიამ დაახლოებით 5 მილიონი ლარი გამოყო. თეატრი აშენდა „ისტორიული უბნების და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“  პროგრამის ფარგლებში. ახალი საზაფხულო თეატრის  პროექტის პრეზენტაცია 2012 წლის 30 მაისს ბათუმის ბულვარზე მოეწყო. არქიტექტორმა გოჩა გარუჩავამ  ახალი პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაშინდელ თავჯდომარეს ლევან ვარშალომიძეს და ბათუმის იმდროინდელ მერს რობერტ ჩხაიძეს წარუდგინა.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge