დედის დღე

დედის დღე

10.05.2020

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

დღეს მსოფლიოს დიდი ნაწილი ზეიმობს დედის დღეს. ამერიკელმა აქტივისტმა ანა ჯარვისმა,  რომელსაც გარდაეცვალა ახალგაზრდა დედა,  გამოთქვა ინიციატივა დაეწესებიათ დედის დღე.  1907 წლიდან მოყოლებული  არაერთი წერილი გააგზავნა გოგონამ ამ მოთხოვნით სხვადასხვა ინსტანციებში და ბოლოს, 1914 წელს, აშშ-მ ოფიციალური სტატუსი მიანიჭა ამ დღეს.

 ბედნიერ ბავშვებს მხოლოდ ბედნიერი დედები ზრდიან.

ბედნიერი ბავშვები  მომავალში ბედნიერი მოქალაქეები იქნებიან.

ბედნიერი მოქალაქეები  უკონფლიქტო და უომარი მსოფლიოს საწინდარია.

ნებისმიერ ომს უბედური ხალხი იწყებს, რაღაცით უკმაყოფილო და შეუმდგარი...

და რომ ავცდეთ ყოველივე ამას, სახელმწიფომ უნდა დააფასოს დედები.

ამ პანდემიის დროს მხოლოდ უსამსახუროდ დარჩენილი დედები დარჩნენ ფინანსური დახმარების გარეშე.  

დაიმახსოვრეთ ერთი რამ, საზოგადოების კულტურისა და კეთილდღეობის ხარისხი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ როგორ პატივს სცემენ ამ საზოგადოებაში შვილების აღმზრდელ დედებს!

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge