კლოდ მონე - მზის მხატვარი

კლოდ მონე - მზის მხატვარი

19.05.2020

ნანა ჯანაშია/ Nana Janashia

(მომზადებული მასალა)

კლოდ მონე ფრანგია და  ბავშვობიდან ხატავდა. ჰავრში ცხოვრობდა და 17 წლიდან მის ნახატებს საკანცელარიო  ჯიხურის მეპატრონე  ჰფენდა. მხატვრული სამყაროს გასაცნობად მცირე ხნით  პარიზში ჩავიდა, მაგრამ  იქ დიდი ხნით დარჩა. ამის გამო მშობლები გაუნაწყენდნენ და დაფინანსება შეუწყვიტეს. მხოლოდ მამიდა უგზავნიდა მცირედ თანხას. მაინც ისწავლა, ცნობილი მხატვრები გაიცნო,  მაგრამ,  ცნობადობა მასთან მხოლოდ 1866 წელს მოვიდა,  მას მერე,  რაც დახატა „ქალი მწვანეში“ იგივე „კამილა“ და წარადგინა ერთ-ერთ სალონში. შემდგომში,  კამილა ნახატიდან ანუ იგივე კამილა დონისე - მონეს მეუღლე გახდა..

კლოდ მონე მიჩნეულია ფრანგული იმპრესიონიზმის დამფუძნებლად. ტერმინი „იმპრესიონიზმი“ (Impression ფრანგულად შთაბეჭდილებას ნიშნავს) და ემყარება მონეს ტილოს „შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა“ (ფრანგ. „Impression, soleil levant“). 1874 წლის 15 აპრილის  ერთ-ერთ ავტორიტეტულ გამოფენაზე მონე იმპრესიონიზმის სახელით მონათლული ახალი მოძრაობის თავკაცად აღიარეს.

მხოლოდ 1880-იანი წლების ბოლოს გახდა ფინანსურად უზრუნველი და მან აიშენა სახლი სახელოსნოთი და ბაღით, ჟივერნში. ბაღში ხელოვნური გუბურები მოაწყო და მათ 14 ნახატი მიუძღვნა.

ის აღმერთებდა მზეს, იცხოვრა 86 წელი და ბოლო დღემდე მას ხატავდა.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge