ნანა ჯანაშია / Nana Janashia
მომზადებული მასალა
სარა ჯესიკა პარკერი — ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერია. მუშაობს ტელევიზიაში, კინოში და თეატრში. საყოველთაო ცნობადობა მოუტანა გაზეთის ბლოგერის კერი ბრედშოუს როლმა, HBO-ს ტელესერიალში „სექსი დიდ ქალაქში“. მხოლოდ ამ სერიალის გამო მან მიიღო ოთხი ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის და ორი ემის ჯილდოები. კარგად გამოიყურება, არადა 55 წლისაა. დაბადა 1965 წლის 25 მარტს ოჰაიოს შტატის ქალაქ ნელსონვილში. დაამთავრა ცინცინატის უნივერსიტეტი. მისი მეუღლეა მეთიუ ბროდერიკი. წყვილს ბიჭუნა და ტყუპი გოგონები ჰყავთ. სარა პარკერს 2014 წლიდან აქვს ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელი სახელწოდებით SJP. სარა და მეთიუ 23 წელია რაც ქორწინებაში იმყოფებიან. სარას ფეხსაცმლის ბრენდის SJP მაღაზიათა ქსელი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია გახსნილი. თვლიან, რომ სარა ჯესიკა პარკერი სამაგალითო ქალია, რადგან ერთდროულად წარმატებულია ჰოლივუდში, ოჯახში და ბიზნესში.