6 ივნისი - შვედეთის დროშის დღე

6 ივნისი - შვედეთის დროშის დღე

06.06.2020

შვედეთის დროშის გაჩენის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ყველაზე ადრეული ყვითელი ჯვრის გამოსახულება ლურჯ ფონზე თარიღდება XVI საუკუნით. 1569 წლის მეფის ბრძანებულებით ყვითელი ჯვარი ყოველთვის უნდა გამოსახულიყო შვედეთის სამხედრო შტანდარტებზე და ალმებზე, რადგანაც შვედეთის გერბი წარმოადგენდა ლაჟვარდოვან (ლურჯ) ფარს ოქროს სწორი ჯვრით. მხოლოდ XVII საუკუნის 20-იან წლებს მიეკუთვნება საიმედო ცნობები იმისა, რომ ლურჯი სამკუთხედი დროშა ყვითელი ჯვრით იყო აღმართული შვედეთის ხომალდებზე. ახლა სამკუთხა ალამი გამოიყენება მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრების გემებზე და სამხედრო ხომალდებზე. სამეფო ოჯახის ალამზე, ამას გარდა ჯვრის ცენტრში გამოსახულია შვედეთის მცირე ან დიდი გერბი.
1916 წ. 6 ივნისიდან აღინიშნება როგორც შვედეთის დროშის დღეს. 1983 წ. ეს დღე გამოცხადებული იქნა შვედეთის ეროვნულ დღედ. ეს დღე არჩეული იქნა ორი მიზეზით: 1523 წლის 6 ივნისს გუსტავ ვასა არჩეულ იქნა შვედეთის მეფედ, და ამან დაუდო სათავე შვედეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ხოლო 1809 წლის ამავე დღეს შვედეთმა მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელიც ამყარებდა მოქალაქეების უფლებებს და მათ მნიშვნელოვან თავისუფლებას ანიჭებდა.

P.S. შვედებს ძალიან უყვართ თავიანთი დროშა. სამეზობლოში, სადაც მე ვცხოვრობდი, ეზოიანი კერძო სახლები ჰქონდათ და ყველა ეზოში იდგა დროშის სვეტი. სახლების პატრონები დილით მაღლა ასწევდნენ დროშას, საღამოს კი დაბლა. ეს ის ზრუნვა იყო, რომელიც ადრე, არსად არ მინახავს და სამუდამოდ დამამახსოვრდა! (ნ.ჯ)



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge