ისტორია არ უნდა დაიმალოს
ვიქტორ კუხიანიძის მიერ მომზადებული დაიჯესტი
By Victor Kukhianidze
მონათმფლობელური სამხრეთის რომანტიზაციის გამო ფილმი "ქარწაღებულნი"
ზოგიერთმა სატელევიზიო არხმა ვიდეოთეკიდან ამოიღო.
ჩიკაგოში მდებარე ჯორჯ ვაშინგტონის ქანდაკებას "მონათმფლობელი" დააწერეს და მისი აღების მოთხოვნით გამოვიდა ზოგი.
ძეგლების აღების მოთხოვნა, გაგრძელებაა იმ საპროტესტო აქციების, რაც ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ შავკანიანი მოქალაქის მკვლელობას მოჰყვა.
რიჩმონდში მომიტინგეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს, ცეცხლი წაუკიდეს და ტბაში ჩააგდეს.
ბელგიაში იულიუს კეისრის ძეგლს მარჯვენა ხელის თითები მოჰკვეთეს.
დიდი ბრიტანეთში ჩამოაგდეს ედვარდ კოლსტონის ძეგლი.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი თქვა, რომ საფრანგეთი საკუთარი ისტორიიდან არცერთ სახელს არ ამოშლის, ხელოვნების არცერთ ნიმუშს არ დაივიწყებს და ქანდაკებებს არ აიღებს.
ოქსფორდის ვიცეკანცლერის, პროფესორ ლუის რიჩარდსონის აზრით, ისტორია არ უნდა დაიმალოს და წარსული ისტორიულ კონტექსტში უნდა განიხილონ. მიაჩნია, რომ ისტორიის დამალვაა არ არის გზა განათლებისაკენ.
(ფოტოები ინტერნეტსივრციდან)