განგებას

განგებას

25.06.2020

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

განგებას
განა ვიმსახურებ ამდენ ღალატს და ამდენ გამოცდას?!
თუმცა...
შენ უფრო იცი!
მადლობელი ვარ, რომ
ცხადში მოსახდენს სიზმრად მთავაზობ
და ამით
მაძლევ მცირედს -
მაგრამ მაინც
შანსს
გადარჩენის!
ვაფასებ შენში უნარს -
მინიშნებების უხვად გაცემის!
ენით აუხსნელს აკეთებ ხშირად
და ასეთსავე განცდებში მაგდებ!
უცნაურიაო, ამბობენ მერე...
განა მე -
ეს შენ ხარ
ზღაპრულად
უცნაური!

P.S.ჩემი ექსპრომტი. By N.J.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge