მილანი პანდემიამდე
ნანა ჯანაშია / Nana Janashia
ჩვენმა კორესპონდენტმა ა.კ.- მ პანდემიამდე იმოგზაურა მილანში და გადაიღო იქაური ყოველდღიურობის ამსახველი ფოტოები. მილანი საერთოდ არ ჰგავს მიმზიდველ და სანატრელ ადგილს. ამ ფოტოების მიხედვით ის ერთი ჩვეულებრივი ქალაქია, თავისი ძაღლებიანი მოქალაქეებით, მოტომოყვარულებით, ხილ-ბოსტნეულის დახლებით, დაღლილი მედახლეებით, ქალებით - კალათაჩადგმულ ველოსიპედებზე, წონიანი და უწონო ფეხით მოსიარულეებით. მინიმანქანებით, მჯღაპნელების მიერ ნაირფერად აჭრელებული კედლებით. რაღაცის გამო აპროტესტებული ბავშვებით, ფერადი ხალხით, სკუტერებით. რაღაცნაირი ნაცრისფერი შენობებით და მეტწილად ასაკოვანი მოსახლეობით. როცა ამ ფოტოებს უყურებ, ფიქრობ, რომ აქ, რაღაც უნდა მოხდეს! მოხდა კიდეც...