ბაიდენის საქართველოში ნამყოფობას არა მგონია დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს

ბაიდენის საქართველოში ნამყოფობას არა მგონია დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს

22.01.2021

ვიქტორ კუხიანიძე / Victor Kukhianidze

„რუსეთის საქართველოში შეჭრა კომუნუზმის დასრულების მერე ევროპაში ყველაზე მნიშვნელივანი მოვლენაა, განაცხადა ჯო ბაიდენმა 2008 წლის  აგვისტოში, როდესაც პირველად ეწვია საქართველოს და ამ სიტყვებით უმალვე იპოვა ქართველების გულებისკენ მიმავალი გზა.

„გემშვიდობებით, მაგრამ არა დიდი ხნით!“ ასე მიმართა დონალდ ტრამპმა 2021 წლის 20 იანვარს ჟურნალისტებს, როდესაც ის მეუღლესთან ერთად თეთრ სახლს ტოვებდა. ტრამპის ადმინისტრაციის საქართველოსთან დამოკიდებულება დადებითად უნდა შევაფასოთ. საქართველომ არაერთხელ მიიღო აშშ-სგან დახმარება. რას უნდა ელოდოს საქართველო ამჯერად?! ამ თემაზე ჯერ ტელესივრცეში ისაუბრა ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ვასილ კაჭარავამ.  ამჯერად, ჩვენ  დაიჯესტ-მონოლოგის სახით გთავაზობთ ბატონი ვასილის, როგორც საუკეთესო ექსპერტის მოსაზრებებს.

- ტრამპის ძალა იმაში მდგომარეობდა, რომ ის პროფესიონალი პოლიტიკოსი არ იყო. ჯიუტი და ძლიერი პიროვნებაა, ნამდვილად. ვიტყოდი, რომ დიდი პრეზიდენტია. ხშირად ყოფილა - მარტო ყველას წინააღმდეგ! მათ შირის, მისი პარტიის ისტებლიშმენტის წინააღმდეგ, რომლებსაც, მაინცადამაინც არ მოსწონდათ ტრამპი. იმით, რომ პროფესიონალი პოლიტიკოსი არ იყო, მოიზიდა ძალიან ბევრი ადამიანი, თუმცა ეს მისი სუსტი მხარეც აღმოჩნდა. პოლიტიკოსებმა ისეთი მახეები დაუგეს და ისე დახვეწილად ებრძოდნენ და არა მარტო დემოკრატები, მათ შორის რესპუბლიკელებიც, რომ საბოლოო ჯამში დაამარცხეს.

მიმაჩნია, რომ  სერიოზულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი ამ არჩევნებზე. სწორედ ამიტომ, რესპუბლიკელებს მომავალში ცოტა უფრო სერიოზული მუშაობა მოუწევთ ყველა სახის  სამიზნე ჯგუფებთან და შეიძლება ტრამპი კვლავ აქტიურად მოგვევლინოს. როცა ამბობენ, რომ ტრამპი სახელმწიფო ინსტიტუტებს პატივს არ სცემდა, არაა სწორი! ძალინაც დიდ პატივს სცემდა! ჩვენ, ცოტა აღმოსავლური პოზიციიდნ რომ მივუდგეთ ამ საკითხს, ტრამპი პრეზიდენტი იყო  და ეს 4 წელი ყველანაირი ძალაუფლება მის წინააღმდევ მიდიოდა. მოსამართლეები მის განკარგულწბებს აუქმებდნენ, სასამართლოში შტატის გუბერნატორები მის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ქალაქების მერებიც. ამ სახემლმწიფო ინსტიტუტებს სწორედაც რომ  დიდი პატივი სცა ამ კაცმა! კაპიტოლიუმის მოვლენა ეს სულ სხვა მოვლენაა! და თუ მოვლენებზე და ყაჩაღობებზეა ლაპარაკი  - გადაწვეს ნახევარი ამერიკა ამ ზაფხულს და ხმა არავის არ ამოუღია! არა მარტო მასმედიას და დემოკრატებს, თქვენ წარმოიდგინეთ რესპუბლიკელებსაც კი! მაშინ რომ გაემახვილდბინათ  ყურადთება იმაზე, რაც იქ ხდებოდა, როცა გადაწვეს და დაარბიეს რამდენიმე ქალაქი სრულიად დაუსჯელად, ვინ იცის, შეიძლება, კაპიტოლიუმის ეს ამბვი არც მომხდარიყო! ასე რომ, მე არ ვიტყოდი, რომ ტრამპი სახელმწიფო ინსტიტუტებს პატივს არ სცემდა! მას არ გადაუხვევია კანონიერების წინააღმდეგ. პირიქით, კანონის ფარგლებში მოქმედებდა და ბოროტად არ გამოუყენებია თავისი ძალა, როგორც პრეზიდენტს. კი, ხანდახან ვიღაცას დაურეკავდა და სათქმელს ეტყოდა!

იმას, რომ ბაიდენი საქართველოში ორჯერ ნამყოფია, არა მგონია დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს! ძალიან კარგი, რომ იყო აქ და ჩვენ ქვეყანას იცნობს! ის, ასევე ბევრ სხვა ქცეყანასაც იცნობს! ბაიდენი იმოქმედებს ისე, როგორც ამერიკის ეროვნული ინტერესებიდანაა გამომდინარე და ამ შემთხცევაში საქართველოში ნამყოფობას არა მგონია დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს! თუმცა სასიამოვნოა, რატომაც არა! ისე, ტრამპიც იყო საქართველოში და კოშკის აშენებას გვპირდებოდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო აღარ დასრულდა ეს ამბავი. მე იმის თქმა მინდა, რომ ბაიდენი ობამას ადმინისტრაციის გამგრძელებლად გვევლინება, თუმცა, რასაკვირველია ბევრი გეოსტრატეგიული მომენტი შეიცვალა იგივე ჩვენს რეგიონში. სულ ახალი პროცესები დაიწყო ბოლო 1-2 თვის მანძილზე და ხანდახან მიკვირს ის, რომ  ამ დროს, ჩვენი პოლიტიკოსები, პარლამენტში შესვლა-გამოსვლის იქით ვერ წავიდნენ!

ტრამპის პრეზიდენტობის დროს ამერიკიდან საქართველოს დახმარება წინანდელზე უფრო გააქტიურდა. რომელი ერთი ჩამოვთვალო, ეს იქნება იარაღის შესყიდვა (მაგ.ჯაველინები), დახმარება ვირუსთან ბრძოლაში და ა.შ.  თუ გახსოვთ, როგორც კი გახდა ტრამპი პრეზიდებტი, ჩვენი მაშინდელი პრემიერმინისტრი მიიწვიეს ამერიკაში. მერე მეორეც მიიწვიეს და მესამეც. დღევანდელი პრემიერის გარდა ყველა იყო მიწვეული ამერიკაში. ობამას დროს კი ასეთი მიწვევები ნაკლებად ხდებოდა. ბუნებრივია ის, რომ ამერიკის სტრატეგიული ინტერესები რეგიონში არ შეიცვლება, მაგრამ, თუ კონკრეტული მაგალითებიდან ვილაპარაკებთ, მაშინ, ტრამპის ადმინისტრაციის დროს უფრო აქტიური იყო დახმარება, ვიდრე ობამას დროს. თუმცა, ვნახოთ, ერთი და იგივე პარტიის წევრობა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ზუსტად იგივე გაიმეოროს ბაიდენმა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვითარება ძალიან შეიცვალა ჩვენს რეგიონში და ბევრ რამეზე უნდა გაიცეს სერიოზული პასუხები, მათ შორის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობის, პარტნიორობის და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებში. ჩვენ გვინდა აშშ-სთან მეგობრობა, ალბათ, იმათაც უნდათ და ვნახოთ რა ფორმები გამოიკვეთება.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge