ეიფელის ქართული ხიდი

ეიფელის ქართული ხიდი

09.02.2021

გიორგი (გიო) კუხიანიძე

By George (Gio) Kukhianuidze

                                                                     ეიფელის ხიდი

იცოდით, რომ საქართველოშიც ააგო გუსტავ ეიფელმა - კოშკი არა, მაგრამ, ხიდი კი - ნამდვილად?! ეიფელის ხიდი ჰქვია მას დღემდე და ის —  ცემისწყალზე, ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან რკინიგზის წაღვერი-ცემის მონაკვეთზეა გადებული.

ხიდის მშენებლობის ისტორია კი ასეთია: 1897 წელს,  მიხეილ რომანოვმა იმ დროისთვის უკვე კარგად ცნობილ ფრანგ ინჟინერ-კონსტრუქტორს გუსტავ ეიფელს შეუკვეთა ამ ხიდის მშენებელობა. „ეიფელის კოშკი“  გუსტავისთვის  უკვე დასრულებული პროექტი იყო და ამ ახალ საქმეს სიამოვნებით მოკიდა ხელი. 5 წელი მოანდომა ამ საქმეს ეიფელმა. ხიდის ადგილზე მონტაჟი შეასრულა ქართველმა კონსტრუქტორმა ბესარიონ ქებურიამ. 1902 წლის იანვრიდან ეს ხიდი მოქმედებაში შევიდა და მასზე გაიარა ბორჯომი-ბაკურიანის ხაზის პირველმა „კუკუშკა“ მატარებელმა.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge