ჟორჟ კლემანსო

ჟორჟ კლემანსო

11.02.2021

საფრანგეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთის რადიკალური პარტიის ლიდერი ჟორჟ ბენჟამინ კლემანსო (Georges Clemenceau) 1841 წლის 28 სექტემბერს დაიბადა, საფრანგეთში, მუირონანპარეში. მამამისი ფრანგი პოლიტიკური აქტივისტი იყო. ნანტის უნივერისტეტში დაამთავრა ფიზიკის ფაკულტეტი. პარიზში კი მოიპოვა მედიცინის დოქტორის ხარისხი. პოლიტიკურ საქმიანობაში როგორც ერთ-ერთი რადიკალური მოძრაობის ლისდერი ისე ჩაერთო. გამოდიოდა სინო-ფრანგული ომის წინააღმდეგ 1861 პარიზში დააარსა გაზეთი „Le Travail“. ერთ-ერთი დემონსტრაციის გამართვისთვის 1862 წელს დააპატიმრეს. რეჟიმთან დაპირისპირების შემდეგ იძულებული გახდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასულიყო საცხოვრებლად და სამუშაოდ. მესამე რესპუბლიკის პერიოდში დაბრუნდა სამშობლოში, აირჩიეს წარმომადგენელთა საბჭოს წევრად. შემდგომში აგრძელებდა პოლიტიკურ და ჟურნალისტურ საქმიანობას. გამოდიოდა სინო-ფრანგული ომის წინააღმდეგ (1884-1885 სინო-ფრანგული ომი სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და ვიეტნამის ტერიტორიაზე). 1906 რადიკალურ პარტიასთან ერთად მოიგო არჩევნები და გახდა ქვეყნის პრემიერ მინისტრი. 1909 წელს დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი. 1917 წლის ნოემბერში კლემანსო მეორე ვადით გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ამავდროულად იკავებდა ომის მინისტრის პოსტსაც.

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ლოიდ ჯორჯთან და აშშ-ის პრეზიდენტ ვუდრო უილსონთან ერთად გახსნა პარიზის სამშვიდობო კონფერენცია. კლემანსოსა და ზოგადად საფრანგეთის მთავრობას კავკასიის რეგიონისადმი ინტერესი არ გამოუხატავს, იმპერიული რუსეთისთვის გაცემული მილიონობით ფრანკის ვალის დაბრუნების იმედით, მხარს უჭერდა დენიკინის არმიას. საფრანგეთი ამიერ კავკასიაში მხოლოდ სომხეთისადმი ინტერესს გამოხატავდა, ისიც კონკრეტული მიზნის მისაღწევად - კილიკიაში საფრანგეთის დაფუძნებისათვის (კილიკია - გეოგრაფიული რეგიონი, რომელიც იწყება ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხიდან. მდებარეობს თანამედროვე თურქეთის სამხრეთ ცენტრში და ადგილობრივად ცნობილია, როგორც ჩუქუროვა (Çukurova).კილიკია მთელი თავისი ისტორიის მანძილზე იყო გზაჯვარედინი კულტურებისთვის, რელიგიებისა და ეთნიკური ნიშნებისთვის. იქ ცხოვრობდნენ ანატოლიის ცივილიზაციები, რომაელები, ბერძნები, სომხები, არაბები და თურქები. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, კილიკია სამი წლის განმავლობაში საფრანგეთის მმართველობის ქვეშ იყო.)

P.S. კილიკიის სომხეთის სახელმწიფო — ფეოდალური სამთავრო, შემდეგ კი სამეფო, რომელიც კილიკიაში არსებობდა 1080-დაინ 1375-მდე. აღმოცენდა XI საუკუნის დასაწყისში, ბიზანტიის მიერ ვასპურაკანის, ანისისა და კარის (ყარსი) დაპყრობის შედეგად, რასაც მოჰყვა დაპრობილი ტერიტორიიდან სომხების მასობრივი აყრა და გადასახლება იმპერიის დასავლეთ ნაწილში ანუ დრევანდელი თურქეთის სამხრეთის ცენტრში.))

და საიქს-პიკოს შეთანხმების სარეალიზაციოდ. კლემანსოს კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრი პიშონი რამდენიმეჯერ შეხვდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციას, თუმცა უშედეგოდ, რადგანაც საფრანგეთის ინტერესები არ ემთხვეოდა დამოუკიდებელი საქართველოს ინტერესებს.

1919 წლის ბოლოს გამართულ არჩევნებზე კლემანსოს პარტია დამარცხდა, 1920 წლის დასაწყისში კი ხელისუფლების სათავეში სოციალისტი ალექსანდრე მილეირანი მოვიდა. 1920 წლის სექტემბრიდან მილეირანმა საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა, პრემიერ-მინისტრის პოსტს კი ჯერ - ჟორჟ ლეიგი, ხოლო შემდეგ არისტიდ ბრიანი იკავებდა. კლემანსოს შემდგომი საფრანგეთის სოციალისტი პრემიერ-მინისტრები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიმართ ბევრად უფრო კეთილგანწყობილი აღმოჩნდნენ, 1920 წლის იანვარში სწორედ არისტიდ ბრიანმა ითამაშა მთავარი როლი მოკავშირეთა მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე იურედ აღიარების საკითხში. პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ იმოგზაურა აფრიკაში. 1921 მიანიჭეს ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი. სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა პუბლიცისტურ საქმიანობას. გარდაიცვალა პარიზში 1929 წლის 24 ნოემბერს, 88 წლის ასაკში.

მასალა ამ სახით სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით მოამზადა ნანა ჯანაშიამ.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge