1919 წელს ყოველდღიურმა ფრანგულმა გავლენიანმა გაზეთმა Le Temps საქართველოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა.
(ეს გაზეთი დაარსდა 1861 წელს და იარსება 1942 წლამდე.. ნ.ჯ.)
10 მწიფობისთვის ნომერში „Le Temps” შემდეგს სწერს: ტფილისიდან გვწერენ:
„პოლიტიკური ცხოვრება აქ დუღს და გადადუღს მთელ ამიერ კავკასიაში ახალი წესდებულება თან და თან მყარდება. სამწუხაროდ, საფრანგეთს აქ არ ყავს წარმომადგენელი, ამიტომ არც შეუძლია საკმაოდ თვალყური ადევნოს ამიერ კავკასიის რესპუბლიკათ განვითარებას. მართლაც, შეუძლებელია შეასრულოს ისეთი დელიკატური მიზანი საფრანგეთის ეკონომიკურ ინტერესების დაცვისა იმ სამხედრო მისიამ, რომელიც დიდ მთავარ ნიკოლოზის დროის ნაშთია. ინგლისი სულ წინააღმდეგ, მოიქცა მან გამოგზავნა ტფილისში სპეციალისტთა მისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ინგლისის საკონსულოს სამსახურის ერთი უწარჩინებულესი მოხელე ბატონო ოლივერ უორდროპი. აგრეთვე იტალიასაც ყავს აქ ძლიერი მისია, რომელიც დიდ მოქმედებას იჩენს ეკონომიურ სფეროში, ხოლო ღენერალი ჰარბორდი, მრავალ რიცხოვან ექსპედიციის მეთაური ამერიკის შეერთებულ შტატების სახელით ანკეტას ახდენს მთელ ამიერკავკასიაში.
წესიერება ჩინებულად დაცულია საქართველოში და ცხოვრების სიძვირე, რომ არ იყოს, სრულიად ჩვეულებრივი დრო გეგონებათ. ფულის დახურდავების პირობების გამო ევროპელთათვის ცხოვრება შედარებით იაფია.
საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, რომელიც მარტში შეიკრიბა, ხანმოკლე შესვენების შემდეგ განაახლა თავისი მუშაობა. ის განაგრძობს თავის აღმშენებლობით მუშაობას, რომელიც სავსებით დამყარებულია საქართველოს დამოუკიდებლობის პრინციპზე. აქ ღრმად დარწმუნებული არიან , რომ დასავლეთის დემოკრატები არ დააყოვნებენ აღიარონ დამოუკიდებლობა იმ ერის, რომელიც ასეთი გულმოდგინებით აწყობს თავის სამშობლო ბინას თავის საკუთარი სახით“. გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 7 ნოემბერი, N253
“Le Temps”, 1920 წლის სექტემბერი: აუცილებელია ამიერკავკასიის რესპუბლიკების მჭიდრო კავშირი
გაზ. ერთობა, 1920 წლის 8 ოქტომბერი, N228
გაზ. „ტანი“ ამიერ-კავკასიის შესახებ ("ტანი" იგივეა რაც "Le Temps" (ნ.ჯ.))
პარიზი. 1920 წლის 18 სექტემბერი „ტანი“ წერს: ამიერ-კავკასიაში მდგომარეობა ისეთია, რომ აუცილებელია ყველა ამიერ კავკასიის რესპუბლიკების მჭიდრო კავშირი და გაერთიანება რუსეთის და ოსმალეთის საშიშროების ასაცდენათ.
აზერბაიჯანის მაჰმადიანები საქართველოს თვლიან ბუნებრივ მოკავშირეთ.
შემდეგ „ტანს“ მოყავს ხან-ხეოლის სიკვდილის (საბჭოთა რუსეთის მიერ აზერბაიჯანის ოკუპაციის შემდეგ, დევნილობაში მყოფი აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ფათალი ხან-ხოელი სომეხმა ტერორისტმა საქართველოს დედაქალაქ თფილისში მოკლა 1920 წლის 20 ივლისს – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა) ფაქტები და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო ზომები, რათა აღარ განმეორდეს ტერორისტული აქტები იმ პირთა წინააღმდეგ რომელნიც აზერბაიჯანის სათავეში იყვნენ.
Le Temps: ევგენი გეგეჭკორი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 12 ნოემბერი, N257
ევ. პ. გეგეჭკორი მილეირანთან!
საფრანგეთის ოფიციოზი „Temps“-ი შემდეგს იტყობინება ევ. პ. გეგეჭკორის საფრანგეთის პრეზიდენტის მილეირანის მიღების შესახებ:
„საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მიიღო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის ვიცე-თავმჯდომარე და გარეშე საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, რომელმაც განაცხადა: ქართველი ხალხი ენდობა საფრანგეთის ისტორიულ ტრადიციას და იმედიც აქვს, რომ საფრანგეთში საქართველო ჰპოვებს თავის დამოუკიდებლობის მტკიცე დამცველსო. მრავალ საუკუნის განმავლობაში, საქართველო არსებობდა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და ის იდგა აზიის კარების წინ და თავისუფლად გადაჰქონდა ყოველი მტრის შემოსევა და ამით საქართველო წარმოადგენდა მტკიცე სიმაგრეს დასავლეთ ცივილიზაციისთვის. საქართველოს თავისი თვალი ყოველთვის ევროპისაკენ ეჭირა და მისი სურვილი იყო ევროპის კულტურასთან შეერთება. ამ მიზნით საქართველომ ამ ერთ საუკუნის წინად თავისი ბედ-იღბალი დაუკავშირა რუსეთს.
უკანასკნელად მომხდარმა ამბებმა, საქართველოს საშუალება მისცა ევროპასთან დაახლოების. დაიბრუნა რა თავისი თავისუფლება, ჩვენმა ხალხმა არამც თუ მარტო – დამოუკიდებლობა აღიარა, რომელიც მხოლოდ თავის საკუთარ ძალაზე დაეყრდნო, არამედ ფაქტიურად განახორციელა და შექმნა დემოკრატიული სახელმწიფო სოლიდარულ და კანონიერ უფლებაზე დამყარებული. საქართველოს დამოუკიდებლობის არსებობა არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს იმ მეზობელ ხალხისთვის. რომელთანაც უნდა საუკეთესო განწყობილება შექმნას. ესეთი მიზანი საფრანგეთის ინტერესებისთვის არავითარ წინააღმდეგობას არ წარმოადგენს. თუმც საქართველო ცნობილია de facto-დ, მაგრამ საერთაშორისო ინდივიდუალობის სისრულესთვის მას აკლია de jure ცნობა. ეს გარემოება ჩვენ სახელმწიფო ორგანიზმისთვის საგრძნობელია და ხელს უშლის ევროპასთან ეკონომიურ სოლიდარულ კავშირის დამყარებას.
ჩვენ ხალხს მტკიცეთ სწამს, რომ საფრანგეთი de jure-ს საკითხში საქართველოს დაიცავს. მილეირანმა დაარწმუნა საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენელი, რომ საქართველოს საფრანგეთი დიდი სიმპატიით უყურებს და იგი ყოველგვარად ეცდება საქართველოს გაუწიოს დახმარება. პრეზიდენტმა დაუმატა, რომ საფრანგეთის მთავრობა თვალყურს ადევნებს იმ აღმშენებლობით მუშაობას, რომელიც ამ ჟამად სწარმოებს საქართველოში დემოკრატიულ სახელმწიფოს განსამტკიცებლად. რაც შეეხება საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიულად ცნობას, რესპუბლიკის პრეზიდენტი ამ საკითხს სიმპატიით უყურებს და საქართველოს მისი დადებითი გადაწყვეტის იმედი უნდა ჰქონდესო“.
Le Temps (French pronunciation: [lə tɑ̃], The Times) was one of Paris's most important daily newspapers from 25 April 1861 to 30 November 1942. It was a serious paper of record.
Founded in 1861 by Edmund Chojecki (writing under the pen name "Charles Edmond") and Auguste Nefftzer, Le Temps was under Nefftzer's direction for ten years, when Adrien Hébrard took his place, and for nearly 45 years directed the newspaper with an iron hand until his death in 1914. He was succeeded by his sons Émile (1914), and Adrien Jr. (1925) and by Louis Mills (1929). Soon after Mills' death in 1931, Le Temps became a public limited company. Adrien Hébrard and his successors left substantial freedom to the editorial room and the newspaper had the reputation of keeping its journalists for a long time. Le Temps always remained moderate politically. The early issues of the newspaper reflected Nefftzer's liberal philosophy had considerable trouble achieving readership. He had to frequently turn to friends in Alsace who were able to help support Le Temps financially. However, circulation continued to grow, from scarcely 3,000 in 1861, to 11,000 in 1869, 22,000 in 1880, 30,000 in 1884, 35,000 in 1904. During the interwar period it varied between 50,000 and 80,000. Despite this comparatively modest circulation, Le Temps soon became the most important newspaper of the French Republic particularly among the French political and economic elite. The political and diplomatic information and commentaries contained in this quality newspaper, "serious to the point of boredom", also carried considerable clout elsewhere in Europe.
Journalists and correspondents included Georges Bruni [fr], and Adolphe Cohn in the United States.
The Paris edition of Le Temps was suspended by the Paris Commune, and as such, lacks issues from 7 May – 19 May 1871.The St. Germain edition, however, ran continuously for 81 years.
On 28 November 1942, following the German invasion of the Zone Libre, Jacques Chastenet and Émile Mireaux, the two co-directors of Le Temps at the time, jettisoned the newspaper. At Charles de Gaulle's request, Le Monde was founded on 19 December 1944 to replace Le Temps as the newspaper of record, borrowing the layout and typeface of Le Temps for the new newspaper.