ბრიტანელი ჟურნალისტი ჯეიმს ფორსაიტი

ბრიტანელი ჟურნალისტი ჯეიმს ფორსაიტი

12.02.2021

ბრიტანელი პოლიტიკური ჟურნალისტი ჯეიმს ფორსაიტი James Forsyth  არის ჟურნალ The Spectator Magazine -ის პოლიტიკური რედაქტორი, ასევე ყოველკვირეული The Sun on Saturdays-ის მიმომხილველი. 2007 წელს ჯეიმს ფორსაიტმა დაიწყო მუშაობა ჟურნალ Foreign policy, როგორც რედაქტორის თანაშემწემ. 2008 წელს ის დაინიშნა ონლაინ გამოცემის The Spectator რედაქტორის მოადგილედ, 2009 წელს კი გახდა ამ გამოცემის პოლიტიკური რედაქტორი. ჯეიმსი ასევე არის ვესტმინსტერის ანალიტიკური კვლევითი ცენტრის Respublica მრჩეველთა საბჭოს წევრი. 2011 წლიდან ფორსაიტი დაქორწინებულია ჟურნალისტ ალეგრა სტრატონზე (Allegra Stratton), რომელიც 2020 წლის ნოემბერში დაინიშნა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის პრესმდივნად. ფორსაიტ-სტრატონის წყვილი ცხოვრობს კანონბერში, ისლინგტონში,  ორ შვილთან ერთად. ჯეიმსი არის ახლო მეგობარი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრის რიში სუნაკის (Rishi Sunak); მათ ვინჩესტერის კოლეჯი აქვთ დამთავრებული და იმ დროიდან იცნობენ ერთმანეთს. ახლა კი უკვე ერთმანეთის შვილების ნათლიებიც არიან.

P.S. ჯეიმს ფორსაიტზე ინფორმაცია მოიპოვა და თარგმნა ნანა ჯანაშიამმისით ჩვენი რედაქცია კავკასიაზე გამოცემული წიგნის გამო დაინტერესდა. წიგნის ავტორია მისი სეხნია ჯეიმს ფორსაიტი, რომელიც აბერდინის უნივერსიტეტში მუშაობს. იმედი გვაქვს, რომ ჟურნალისტი ჯეიმს ფორსაიტიც დაინტერესდება კავკასიით, კერძოდ კი საქართველოთი და არაერთ საინტეესო და ობიექტურ მასალას მოამზადებს.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge