კარგი დასაწყისი მცირე რამარ არის, მაგრამ მცირედან იწყება.
სიმდიდრესა და პოპულარობას ღირსება არ მოაქვს.
რამდენი რამაა ამ ქვეყნად რაც არ მჭირდება!
ეგობრობმის გარეშე ადამიანების ურთიერთობას არ გააჩნია ფასი.
მზეს ერთი ნაკლი აქვს; ის საკუთარ თავს ვერ ხედავს.
რაც უფრო ვიცნობ ხალხს, მით უფრო მეტად ვაფასებ ჩემ ძაღლს.
მე გამასამართლებენ ისე, როგორც ბავშვები ასამართლებენ ექიმს.
ილაპარაკე, რათა შენი დანახვა შევძლო.
ჩემთან დავა და კამათი ადვილია, ჭეშმარიტებასთან - შეუძლებელი.
ვისთანაც სიტყვა უქმია, მასთან ჯოხითაც ვერაფერს გახდები.
ადამიანებს ბუნებით აქვთ მინიჭებული მეგობრობისადმი მიდრეკილება, რამეთუ ერთმანეთი სჭირდებათ, ერთმანეთს იბრალებენ და ხელშეწყობით ერთმანეთისათვის სარგებლობა მოაქვთ და რაკი ეს ესმით, ერთურთის მიმართ მადლიერებითაც არიან გამსჭვალული; მაგრამ, მეორე მხრივ, მათ მტრობისაკენ მისწრაფებაც აქვთ თანდაყოლილი, რადგან, თუ რასმე მშვენიერ და ამავე დროს სასიამოვნო საგნად ჩათვლიან, მის გამო ბრძოლას იწყებენ, ხოლო თუ ამ საგანზე სხვადასხვა აზრი გაუჩნდათ, ერთმანეთს უპირისპირდებიან. ჯიბრი და რისხვა სწორედ რომ მტრობის მაუწყებელია, მომხვეჭელობის სიყვარულიც შუღლსა და ქიშპობას იწვევს, ხოლო შური მუდამ ზიზღის საბაბი ხდება.
განა სოკრატეს ასამართლებენ? ო, არა, სიკვდილი მიუსაჯეს სიმართლეს!
ისე მოეპყარი მშობლებს, როგორც შენ ისურვებდი, რომ საკუთარი შვილები მოგეპყრან.
მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის.
ყველაზე დიდი სიკეთე ცოდნაა, ყველაზე დიდი ბოროტება კი - უგუნურება.
ველაზე ბედნიერი ის არის, ვინც მცირედითაც კმაყოფილია, რადგან ამგვარი კმაყოფილება მოწმობს მისი ბუნების სიმდიდრეს.
ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“. თბილისი, 1987
ვფიქრობ, ხანდახან წერაც გმირობაა - თუ ნაწერი განსასჯელად სულელებს მიეცემათ.
ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე - არაფერია.
სიკვდილი - კაცობრიობის დიდი ილუზიაა. სანამ ვცოცხლობთ ის ჯერ არ არის, როდესაც ვკვდებით ის უკვე აღარ არის.
სრულყოფილ ადამიანად შეიძლება ჩავთვალოთ ის, ვინც სრულყოფილებისაკენ მიისწრაფვის; ბედნიერ ადამიანად კი შეიძლბა ჩავთვალოთ ის, ვინც უკვე აღიარებს, რომ თავის მიზანს მიაღწია.
მშვენიერება არ არის იქ, სადაც არც სიკეთეა და არც სარგებელი.
ყველა შემთხვევაში მოიყვანე ცოლი, თუ კარგი ცოლი შეგხვდება გამონაკლისი გახდები, თუ ცუდი - ფილოსოფოსი.
გინდ მოიყვანე ცოლი, გინდ ნუ მოიყვან, მაინც ინანებ.
ყოველ ადამიანშია მზე - ოღონდ მიეცით მას საშუალება, რომ ანათოს.