23 თებერვალი

23 თებერვალი

23.02.2021

ნანა ჯანაშია / Nana Janashia
 
23 თებერვალს ბენიტო მუსოლინიმ დააარსა იტალიის ფაშისტური პარტია. (1919წელს)
23 თებერვალს შეიქმნა ბოლშევიკური წითელი არმია (1918 წ.).
23 თებერვალს საბჭოთა კავშირმა ჩაატარა ოპერაცია ოსპი. მოხდა ინგუშების და ჩეჩნების საკუთარი სამშობლოდან ანუ ჩრდილოეთ კავკასიიდან იძულებით გადასახლება ცენტრალურ აზიაში. (1944წ.)
23 თებერვალს ნიგერიის პრეზიდენტი მუჰამადუ ბუჰარი მეორე ვადით აირჩიეს. (2019). მან ქვეყანაში ის სამხედრო დიქტატურა დაამყარა, რომელიც ბუჰარიზმის სახელითაა ცნობილი.
23 თებერვალს, დილის 6 საათზე, თბილისში შტურმით აიღეს ოპოზიციური პარტიის ოფისი, სადაც ლიდერის მშვიდობიანი მხარდამჭერები იმყოფებოდნენ. დახურულ სივრცეში გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და დააპატიმრეს ნაციონალური მოძრაობის პარტიის ლიდერი ნიკა მელია.
ფოტოზე: რუსეთის ბოლშევიკური პარტიის ლიდერი ვლადიმერ ლენინი 1920 წელს, მოსკოვში, წითელარმიელებთან ერთად.
 
 


ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge