იუნკერ შალვა ერისთავის გმირობა

იუნკერ შალვა ერისთავის გმირობა

23.02.2021

ნანა ჯანაშია/Nana Janashia
 
1921 წლის 11 თებერვალს წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას თავს დაესხა. უკვე 17 თებერვალს საჭირო გახდა დამატებითი ძალები და რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად იუნკერთა სკოლის მსმენელები გაიწვიეს. ისინი 20-24 წლის ახალგაზრდები იყვნენ.
იუნკერებს თბილისის მისადგომების დაცვა დაევალათ. რუსეთის მე-11 არმიის იერიშების მიუხედავად, იუნკერები თბილისის მისადგომებს 1 კვირის განმავლობაში იცავდნენ.
ტაბახმელის ბრძოლის გმირი გახდა 24 წლის იუნკერი შალვა ერისთავი. მან 1921 წლის 24 თებერვალს სანგრებში შემოჭრილი მტრის უკუსაგდებად გზა გადაუღობა რუსების ტყვიამფრქვევს და იუნკერთა ასეული გადაარჩინა. ამ კონტრიერიშის შედეგად რუსების მიერ დაკავებული სანგარი კვლავ ქართველებმა დაიბრუნეს. იუნკერებმა პოზიციების დატოვების ბრძანება 24 თებერვალს, გვიან ღამით მიიღეს. ბევრი მათგანი საზღვარგარეთ წავიდა ნოე ჟორდანიას მთავრობასთან ერთად და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში განაგრძო მოღვაწეობა.
იუნკრების ხსოვნის დღედ უნდა დაწესდეს არა 23 არამედ 24 თებერვალი, ანუ ქართული სანგრებიდან რუსების განდევნის დღე და ტაბახმელას უნდა ეწოდოს გმირულად დაღუპული იუნკერის - შალვა ერისთავის სახელი.


ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge