თავისუფლების აქცია - თბილისი, 26 თებერვალი, 2021 წელი

თავისუფლების აქცია - თბილისი, 26 თებერვალი, 2021 წელი

26.02.2021

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

დღეს, 26 თებერვალს, თბილისში, გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქცია გამართეს ლოზუნგით:  „ბრძოლა თავისუფლებისათვის!“ აქციაზე შემდეგი მოთხოვნები წამოაყენეს: ნიკა მელიას და სხვა პოლიტპატიმრების განთავისუფლება, რეპრესიების შეწყვეტა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა!

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული  ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციის დროს პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო - 40 000 ლარი. მელიამ გირაოს უსამართლო უწოდა და მის გადახდაზე უარი თქვა. პროკურატურამ მიმართა პარლამენტს  და მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს. ამის შემდეგ პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით.

23 თებერვალს, გამთენიისას სამართალდამცავებმა შტურმით აიღეს ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებით გადავსებული ნაციონალური მოძრაობის ოფისი. დახურულ სივრცეში გამოიყენეს ქიმიური გაზი, რითაც საფრთხე შეუქმნეს ადამიანების ჯანმრთელობას და დააპატიმრეს პარტიის თავჯდომარე ნიკა მელია.

2021 წლის 26 თებერვლის საპროტესტო აქცია იყო მშვიდობიანი და ხალხმრავალი. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს:



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge