თეთრი ვარდები

თეთრი ვარდები

14.05.2021

პოეზია მირზა გელოვანი - თეთრი ვარდები

მიყვარს ნაბიჯი - დარხეული და წარამარა.

მიყვარს ვარდები - ოღონდ თეთრი, სუფთა, ხალასი.

და როცა ღვინით აივსება საჩემო თასი,

შენს სადღეგრძელოს ვიმეორებ მარად და მარად.

ირიბად დავალ, ჩემი ლანდი ბარბაცით დამდევს,

ცა სისხლისფერად შეიღება, როგორც იარა.

ო, მე ოდესმე მოვიპარავ თოვლისფერ ვარდებს

და შენს ბინის წინ თავს მოვიკლავ ვარდებიანად.

ნანა ჯანაშიას ფოტორეპორტაჟი



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge